ამლაყი ალკუნი (ლათ. Ceryle) — ფრინველთა გვარი ალკუნისებრთა ოჯახისა. მოიცავს ერთადერთ სახეობას — მცირე ამლაყ ალკუნს (ლათ. Ceryle rudis). ადრე ამ გვარში შედიოდა დიდი ამლაყი ალკუნის (ლათ. Megaceryle) გვარის წარმომადგენლები. სამეცნიერო დასახელება პირველად გამოიყენა 1828 წელს.[1]

ამლაყი ალკუნი

დედალი მცირე ამლაყი ალკუნი (Ceryle rudis)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Ceryle (Boie, 1828)