ამირთკარი
ამირთკარი — ძველი სოფელი მთიულეთის არაგვის მარჯვენა მხარეს, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (სოფლები ზემო ამირნი და 1972 წლამდე ქვემო ამირნი). შედიოდა არაგვის საერისთავოში. სოფელს სახელი შეერქვა აქ მოსახლე ამირიძეების მიხედვით. XIV საუკუნეში ამირთკარი მთიულეთის ნაწილთან ერთად ქსნის ერისთავის მფლობელობაში მოექცა, XV საუკუნიდან კვლავ არაგვის საერისთავოს დაუბრუნდა. შემორჩენილია XV-XVI საუკუნეების ზურგიანი კოშკი და ორი დარბაზული ეკლესია.
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | მამაკაცი | ქალი |
---|---|---|---|
1926[1] | 183 | 83 | 100 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 398.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ს. მაკალათია, „მთიულეთი“, ტფ., 1930, გვ. 12