ამირან ხუსკივაძე (დ. 5 მაისი, 1933, ზესტაფონის რაიონი, სოფელი კვალითი) — ქართველი ფიზიკოსი.

ამირან ხუსკივაძე
დაბ. თარიღი 5 მაისი, 1933(1933-05-05) (91 წლის)
დაბ. ადგილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
საქმიანობა ფიზიკოსი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.

1962 წლიდან მუშაობს დიდი რთული სისტემების კვლევის დარგში. 1970 წლიდან იგი აგრეთვე მუშაობს სამედიცინო კიბერნეტიკაში და ხელმძღვანელობს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამედიცინო კიბერნეტიკის განყოფილების ავტომატიზირებული მმართვის სისტემების ლაბორატორიას. ზემო აღნიშნული სამედიცინო კიბერნეტიკის განყოფილების საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიად გარდაქმნის შემდეგ არის ამ ლაბორატორიის სისტემური კვლევის სექტორის ხელმძღვანელი. 1985–1997 წლებში ამირან ხუსკივაძე მუშაობდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამედიცინო სისტემოტექნიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელად. იგი არის 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი ბოლო წლების ნაშრომები ეძღვნება ფიზიკისა და ასტრონომიის უძველეს პრობლემებს — დროის ფენომენისა და სამყაროს მოწყობილობის შესწავლას. მისი მონოგრაფიები ინახება ყოფილი საბჭოთა კავშირის აკადემიებისა, უნივერსიტეტებისა და სხვა მსხვილ ბიბლიოთეკებში. მიკროფილმი მისი მონოგრაფიისა „Целостные системы“ ინახება ილიონის უნივერსიტეტისა (აშშ) და სხვა ბიბლიოთეკებში. იგი არის სამი კომპიუტერული პროგრამის ავტორი: „Универсальный советчик принимающего решения“, დარეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციის ეგმ პროგრამების სახელმწიფო რეესტრში ნომრით: 2010 613 703; ეს პროგრამა განსაზღვრავს ბუნებრივ გლობალურ ოპტიმუმებს. მისი გამოყენებით რობოტს შეუძლია „მიიღოს გადაწყვეტილება“, რომელიც მოცემული სისტემისათვის საუკეთესო იქნება უფართოესი გაგებით. პროგრამა შეიძლება გამოიყენებული იქნას სახელმწიფოსა და ჯარების ავტომატიზირებულ მმართვის სისტემებში, საფრენ აპარატებში და წყალქვეშა ნავებში, მედიცინაში, ბიოლოგიაში და ასე შემდეგ. სამედიცინო პრაქტიკაში ამ პროგრამის მასობრივი გამოყენება მნიშვნელოვნად გაზრდის ადამიანის სიცოცხლის აქტიური პერიოდის საშუოლო ხანგრძლივობას და საერთოდ ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას. ბოლო პროგრამა — „Системный анализ качества функционирования объектов управления в реальном режиме времени и принятие решения, приводящего систему объектов управления к наилучшему – нормальному – состоянию(Оптимизатор ресурсов)“, რუსეთის ფედერაციის ეგმ პროგრამების სახელმწიფო რეესტრის ნომრით 2013 66 1734. მისი ნაშრომების ელექტრონული ვერსიები გამოქვეყნებულია http://www.medlinks.ru პორტალზე, მოსკოვის საერთაშორისო სინერგეტიკული ფორუმის საიტზე synergetic, ელექტრონულ ჟურნალში RELGA და სხვა ინტერნეტ-გამოცემებში.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „დიდი სისტემების ეფექტურობის გამოკვლევა“.

1980-1985 წლებში იყო საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის სისტემური კომიტეტის სამედიცინო სისტემური ანალიზის სამეცნიერო საბჭოს წევრი. 1984-1985 წლებში იყო საბჭოთა კავშირის სამედიცინო აკადემიის სამედიცინო და ბიოლოგიური კიბერნეტიკის სამეცნიერო საბჭოს მედიცინაში და ბიოლოგიაში სისტემური ანალიზის პრობლემური კომისიის წევრი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება