ამირან ქანთარია

ქართველი ექიმი, თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ლანჩხუთის რაიონის მთავარი თერაპე

ამირან ქანთარია (დ. 12 სექტემბერი, 1953, ლანჩხუთი) — ქართველი ექიმი, თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ლანჩხუთის რაიონის მთავარი თერაპევტი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1981-1983 წლებში იყო მოსკოვის სეჩენოვის სახელობის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის კლინიკური ორდინატორი. 1985-1990 წლებში მოსკოვის ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის ასპირანტი. ავტორია 7 სამეცნიერო ნაშრომისა დისერტაციის თემაზე. 1990 წელს ლანჩხუთში აღმოაჩინა და შეისწავლა სამკურნალო მინერალური წყალი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ებშტეინის ანომალიით დაავადებულთა ტაქიკარდიის რადიკალური მოცილების დიაგნოსტიკა და შედეგები“, დაიცვა 1990 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 281

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება