ამირან ისიანი
ამირან ისიანი (დ. 23 აპრილი, 1959, ქუთაისი) — ქართველი ანიმატორი, მხატვარი, პედაგოგი, რეჟისორი და სცენარისტი.
1988 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. სწავლა დიზაინის ფაკულტეტზე დაიწყო. ერთი წლის შემდეგ მულტიპლიკაციის განყოფილებაზე გადავიდა. აკადემიის დამთავრების შემდეგ აქტიურად ჩაერთო მულტსტუდიის მუშაობაში, როგორც მხატვარი, მოგვიანებით, როგორც სცენარის ავტორი და რეჟისორი. მუშაობდა ანიმაციური და თოჯინური ფილმების სტუდიაში „ორბი“. მისი საავტორო სატელევიზიო გადაცემებია: „ჩიპო“, „სიზმარვიზია“. აქტიურად მუშაობს ფერწერაში; ცნობილი ნამუშევრები: „ამბორი“, „დედის ხელები“, „გამხმარი ხე“, „კალანდა“, „მეზღაპრე“, „პორტრეტი“ და სხვა. 1993 წლიდან მუშაობს თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ანიმაციური ფილმების პედაგოგად. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: „მძლეთამძლე“ (ანიმაციური, 1991), „საქართველოს ჩვენია! გაიგე რუსო?!“ (დოკუმენტური, 2008), „წყლის პირველი შროშანი“ (ანიმაციური, 2009); სცენარის ავტორია ფილმების: „მძლეთამძლე“ (ანიმაციური, 1991), "საქართველოს ჩვენია! გაიგე რუსო?!"(დოკუმენტური, 2008), „წყლის პირველი შროშანი“ (ანიმაციური, 2009); დამდგმელი ოპერატორია ფილმის: „საქართველო ჩვენია! გაიგე რუსო?!“ (დოკუმენტური, 2008); დამდგმელი მხატვარია ფილმის: „წყლის პირველი შროშანი“ (ანიმაციური, 2009), „მძლეთამძლე“ (ანიმაციური, 1991); მემონტაჟეა ფილმის: „საქართველო ჩვენია! გაიგე რუსო?!“ (დოკუმენტური, 2008).