ამირანდარეჯანიანი (H-384)

ამირანდარეჯანიანის ხელნაწერი H-384 დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის H ფონდში. გადაწერილია XIX საუკუნეში, 1824 წელს, თბილისში, დავით თუმანოვის მიერ.

ერთ-ერთი გვერდი ხელნაწერიდან

საწერ მასალად გამოყენებულია ქაღალდი. ხელნაწერი შეიცავს 113 ფურცელს, რომელთა ზომებია 32,5X20 სანტიმეტრი. ნაწერია მხედრული დამწერლობით, აქვს თავკაზმულობა. თან ერთვის საჭურვლის ნუსხა 33 დასახელებით და ტაბულა საჭურვლის გამოსახულებებით. ახლავს აგრეთვე ილუსტრაციებიც განმარტებებითურთ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 104