იოთამ ამილახვარი
(გადამისამართდა გვერდიდან ამილახვარი, იოთამ)
იოთამ პაპუნას ძე ამილახვარი (გ. დაახლოებით 1649) — XVII საუკუნის 30-50 წლების ქართლის დიდი ფეოდალი, პოლიტიკური მოღვაწე.
ზურაბ არაგვის ერისთავთან ერთად ეურჩებოდა გიორგი სააკაძეს. ხან თეიმურაზ I-ს ებრძოდა, ხან როსტომ მეფეს. ბერი ეგნატაშვილის ცნობით, „სიტკენაც დრო დაახელოს, იქითკენ იყვის“.
მოხსენიებულია ანჩიხატის წარწერებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერძენიშვილი ნ., ფეოდალური ურთიერთობებიდან XV საუკუნეში, მის წგნ.: საქართველოს ოსტორიის საკითხები, წგნ. 2, თბ., 1965;
- გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955;
- ქიქოძე მ., ქართლის სათავადოების ისტორიიდან XV-XVIII სს. (საამილახორო), „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1963, ნაკვ. 35
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 392.