ამიერკავკასიის სახელმწიფოების სამშვიდობო კონფერენციები

ამიერკავკასიის სახელმწიფოების სამშვიდობო კონფერენციები — ამიერკავკასიის ქვეყნების დამოუკიდებლად გამოცხადების (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) შემდეგ, თითოეული მათგანის სახელმწიფოებრივი მშენებლობის წარმატებულ გარანტს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლება ინიციატივით გამოვიდა, მოეწვიათ კონფერენცია, რომელზეც განიხილავდნენ რეგიონში რესპუბლიკათა შორის არსებულ პრობლემებს და მიაღწევდნენ კონსესუსზე დაფუძნებულ შეთანხმებას.

1918 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად მიმართა აზერბაიჯანის, სომხეთისა და კავკასიის მთიელთა კავშირის მთავრობებს საერთო კონფერენციის მოწვევის წინადადებით. დოკუმენტში დასმული იყო საკითხები:

  • ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის სასურველი კეთილმეზობლური თანაცხოვრების ნორმების დადგენის, ურთიერთნდობისა და დახმარების პირობების შემუშავების აუცილებლობა;
  • კონკრეტულად იყო მითითებული ამიერკავკასიის წარმომადგენლების თბილისში შეკრების თარიღი (1918 წლის 3 ნოემბერი, 12 საათი).

იმავე დოკუმენტში დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი განსახილველი საკითხები:

  • კონფერენციაზე მოწვეული მთავრობებისაგან სახელმწიფოთა დამოუკიდებლობის ურთიერთცნობა;
  • ყველა სადავო საკითხების, შეუთანხმებლობის შემთხვევაში, არბიტრაჟის საშუალებით მოწესრიგება;
  • მონაწილე სახელმწიფოებს ვალდებულება უნდა ეკისრათ, არ შესულიყვნენ ისეთ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში, რომელიც ზიანს მიაყენებდა კონფერენციის მონაწილე ქვეყნებს;
  • სოლიდარობით და მხარდაჭერით გამოსულიყვნენ საერთაშორისო კონგრესებზე.

მათი დამოუკიდებლობის ცნობისა და ინტერესების დაცვის მიზნით. მიუხედავთ ამისა სომხეთის ხელისუფლებამ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ქართულმა მხარემ სომხეთის დიპლომატიურ წრეებს კონფერენციის მოწვევის დროდ 14 ნოემბერი შესთავაზა. სომხეთმა ამჯერადაც თავშეკავება აირჩია, რის გამოც კონფერენცია 30 ნოემბრისათვის გადაიდო. ქართული მხარის შეთავაზება სომხეთის ხელისუფლებამ ამჯერადაც უპასუხად დატოვა და ამიერკავკასიის ერების საერთო-სამშვიდობო კონფერენციის მოწვევის იდეა ჩაიშალა. მიუხედავად ამისა, ქართული პოლიტიკური სპექტრის ძალისხმევით, 1919 წლის 25 აპრილს თბილისტი ამიერკავკასიის რესპუბლიკების კონფერენცია მაინც გაიხსნა მასში მონაწილეობდნენ: საქართველოდან ე. გეგეჩკორი, ნ. რამიშვილი, კ. კანდელაკი; სომხეთიდან ს. მამიკონიანი, ს.ფ ტიგრანიანი, ს.ს არუთინიანი; აზრბაიჯანიდან მ. ჯაფაროვი, ფ. ხანხოისკი, ხასმ-მამედოვი; მთიელთა რეპუბლიკიდან კანტემირი, ფანზულაევი, ბუტაევი. ქართული მხარის მიერ შემუშავებული კონფერენციის დღის წესრიგი კონფერენციის მონაწილეთა მხრიდან მოწონებულ იქნა. იგი 8 ძირითადი საკიტხის განხილვა ითვალისწინებდა: რკინიგზების, ფოსტატელეგრაფის, საქონლის გაცვლა-გამოცვლის, ტერიტორიული საკითხების გადაწყვეტას, საერთო ძალებით დამოუკიდებლობის დაცვას, მოსალოდნელი წინასწარი საფრთხის დროულად განმუხტვას, ლტოლვილთა და სამოსამართალო უფლებრივი ნორმების მოსაგვარებელი მექანიზმის შემუშავებას. აღნიშნული საფრთხეების მოსამზადებლად და კონფერენციის პლენუმზე გასატანად შესაბამისი დარგობრივი კომისიები შეიქმნა. კონფერენციის 1919 წლის 9ივნისის სხდომაზე გეგეჩკორმა ამიერკავკასიის სახელმწიფოთა სამხედრო ძალების გაერთიანების საკიტხი დააყენა. ნ. რამიშვილმა ყურადღება იმ მოსალოდნელ საფრთხეზე გაამახვილა, მოხალისეთა ჯარისაგან კავკასიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას რომ ემუქრებოდა. ქართული მხრის მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტის იმ დებულებას, რომელიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად ამიერკავკასიის სამხედრო და დიპლომატიური ძალების გაერთიანებას ითვალისწინებდა, სომხეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა ს. ტიგრანიანმა და ს. მამიკონიანმა მხარი არ დაუჭირეს. მიზეზად სომხეთის მთავრობის პოზიციის არცოდნა, მათთან შეთანხმების საჭიროება დაასახელეს და სხდომის ერთი კვირით გადადება მოითხოვეს. ამით სომხურმა მხარემ ამით სომხურმა მხარემ რეზოლუციის მხარდაჭერას თავი აარიდა, მათი ეს ქმედება ალხატისოვმა იმით „გაამართლა“, რომ სომხეთის გაერთიანებაში აჯიმოვის ჯგუფს და დენიკინს დიდი დამსახურება მიუძღოდათ, იმავე ალხიტოსოვმა აღნიშნული კონფერენცია საქართველოსა და აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთზე ზემოქმედების მცდელობად სა სომხური ტერიტორიების დასათმობად ჩატარებულ ღონისძიებად გამოაცხადა. ალხატისოვი სომხურ ტერიტორიებში ახალქალაქის, ბორჩალოსა და ახალციხის მაზრებს გულისხმობდა. საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ამიერკავკასიის სამ რესპუბლიკას შორის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა:

  • ტერიტრორიული და სხვა სადავო საკითხების მოსაგვარებლად მოლაპარაკებები ენერგიულად გაგრძელებულიყო:
  • ექვსი კვირის განმავლობაში მოლაპარაკებების უშედეგობის შემთხვევაში, დავა არბიტრაჟით გადაწყვეტილიყო;
  • მოდავე მხარეებს ცალ-ცალკე შეედგინათ სამი საარბიტრაჟო კომისია;
  • კომისიების მუშაობის უშედეგობის შემთხვევაში, ამიერკავკასიის რესპუბლიკებს ერთად უნდა მიემართათ ანტანტის საბჭოს ან ერთა ლიგის საარბიტრაჟო კომისიის გამოყოფის შესახებ. ამ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოო იქნებოდა.

1919 წლის 3 ნოემბერს საქართველო-სომხეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მეორე მუხლი სადავო საკითხების გადაწყვეტას არბიტრაჭის წესით სავალდებულოდ აღიარებდა. იმავე წლის 16 ივნისს საქართველო-აზერბაიჯანს შორის დადებული სამხედრო ხელშეკრულრულება მტრის თავდასხმის შემთხვევაში ურთიერთდახმარებას ითვალისწინებდა. ამ დოკუმენტს სომხური მხარე არ შეუერთდა. ამ ხელშეკრულების მე-10 მუხლი სომხეთის წარმომადგენლობას 2 კვირის განმავლობაში მოფიქრების შესაძლებლობას აძლევდა. სომხური მხარის თავშეკავება საქართველოს ტერიტორიების მიმართ პრეტენზიების შენარჩუნების სურვილით იყო განპირობებული. ამ მიმართულებით მათი პოზიცია სან-რემოს კონფერენციაზე გამოიკვეთა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ვადაჭკორია. შ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 23.