ამერიკული საშინელებათა ისტორია: როანოკი
ამერიკული საშინელებათა ისტორია: როანოკი (ინგლ. American Horror Story: Roanoke) — ამერიკული ტელეკომპანია FX-ის ანთოლოგიური საშინელებათა ჟანრის სატელევიზიო სერიალ ამერიკული საშინელებათა ისტორიის მეექვსე სეზონი, მისი პრემიერა გაიმართა 2016 წლის 14 სექტემბერს და დასრულდა იმავე წლის 16 ნოემბერს. ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც სერიალის პრემიერა ოქტომრის ნაცვლად გაიმართა სექტემბერში.
ამერიკული საშინელებათა ისტორია: როანოკი | |
---|---|
მონაწილეობენ | |
ქვეყანა | აშშ |
ეპიზოდი | 10 |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | FX |
ეთერში | 14 სექტემბერი, 2016 | – 16 ნოემბერი, 2016
მის პრემიერამდე სრიალის შემქნელმა რაიან მერფიმ განაცხადა რომ მეექვსე სეზონი იქნებოდა „უფრო გაიძვერული“ და „მუქი“, ვიდრე მისი წინა სეზონი სასტუმრო. ინფორმაცია სეზონის სახელის, თემის და მისი მსახიობების შესახებ ინახებოდა საიდუმლოდ სანამ არ შედგა მისი პირველი ეპიზოდის პრემიერა. სერიალის ისტორიაში იგი გახდა პირველი სეზონი რომლის ქვესათაური არ იქნა დაანონსებული პრემიერამდე. ტელეკომპანია FX-მა პრემიერამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო სერიალის სარეკლამო პოსტერების და ვიდეო რგოლების გამოქვეყნება რომლებიც სრულიად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და მათგან მხოლოდ ერთი იყო კავშირში სერიალის თემასთან. მიუხედავად ამისა გამოქვეყნებული პოსტერებიდან მაინც გახდა ცნობილი რომ სერიალი იქნებოდა 1590-იანი წლების გაუჩინარებული როანოკის კოლონიის შესახებ. პირველი ეპიზოდის პრემიერის შემდგომ გახდა ცნობილი რომ სეზონში გაერთიანებულია პარანორმალური დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით — ჩემი როანოკის კოშმარი რომელიც აღწერს ჩრდილოეთი კაროლინაში მცხოვრები ოჯახის ისტორიას.
მეექვსე სეზონში წინა სეზონებიდან მონაწილეობა მიიღეს: ივან პიტერსი, სარა პოლსონი, ლილი რეიბი, დენის ოჰარე, კეთი ბეიტსი, ფრენსის კონროი, ანჯელა ბასეტი, უეს ბენტლი, ფინ ვიტროკი, ლედი გაგა, შეიენ ჯექსონი, ლესლი ჯორდანი, ადინა პორტერი, რობინ ვაიგერტი და ტაისა ფარმიგა. სერიალს ასევე დაემატა ორი ახალი მსახიობი კუბა გუდინგ უმცროსი და ანდრე ჰოლანდი. მეორე სეზონიდან ფსიქიატრიული კლინიკა დაბრუნდა პოლსონის პერსონაჟი ლანა უინტერსი. მეექვსე სეზონმა კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა დადებითი შეფასება.
სიუჟეტი
რედაქტირებაპარანორმალური დოკუმენტური სერიები სახელწოდებით „ჩემი როანოკის კოშმარი“, მოგვითხრობს დაქორწინებული წყვილის ისტორიას რომელსაც გადმოსცემენ მსახიობები. შელბი და მეტ მილერები ლოს-ანჯელესიდან გადავიდნენ საცხოვრებლად ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე ერთ-ერთ სახლში. სახლში ხდება ზებუნებრივი მოვლენები, რადგან მათი სახლი აშენებულია მიწაზე სადაც გაუჩინარების შემდგომ დასახლდა როანოკის კოლონია. სასტიკი თავდასხმების შედეგად მეტი საავადმყოფოში აღმოჩნდა, ხოლო შელბის მუცელი მოეშალა. მას შემდეგ რაც წყვილი გადავიდა საცხოვრებლად ახალ სახლში უცნაური და პარანორმალური მოვლენები მოსვენებას არ აძლევს.
სეზონის მეორე ნახევარში ნაჩვენებია ახალი სერიები სახელწოდებით „დაბრუნება როანოკში: სამი დღე ჯოჯოხეთში“ რომლის გადაღებების დროს მილერების ოჯახი და მსახიობები იმყოფებიან სისხლიანი მთვარის პერიოდში როანოკის სახლში. ნაპოვნი აწყობილი კადრებიდან ირკვევა, რომ სამი დღის განმავლობაში, ყველა ადამიანი იღუპება გაურკვეველ ვითარებაში, გარდა ერთისა.
მსახიობები და პერსონაჟები
რედაქტირებამთავარი პერსონაჟები
რედაქტირება- კეთი ბეიტსი — აგნეს მერი უინსტედი
- ჩემი როანოკის კოშმარში — ტომასიმ უაიტი / ყასაბი
- სარა პოლსონი — ოდრი ტინდელი და ლანა უინტერსი
- ჩემი როანოკის კოშმარში — შელბი მილერი
- კუბა გუდინგ უმცროსი — დომინიკ ბენკსი
- ჩემი როანოკის კოშმარში — მეტ მილერი
- ლილი რეიბი — შელბი მილერი
- ანდრე ჰოლანდი — მეტ მილერი
- დენის ოჰარე — უილიამ ვან ჰენდერსონი
- ჩემი როანოკის კოშმარში — ექიმი ელაიას კანინგემი
- უეს ბენტლი — დილან
- ჩემი როანოკის კოშმარში — ამბროს უაიტი
- ივან პიტერსი — რორი მონაჰანი
- ჩემი როანოკის კოშმარში — ედვარდ ფილიპ მოთ
- შეიენ ჯექსონი — სიდნი აარონ ჯეიმზი
- ანჯელა ბასეტი — მონე ტუმუსიმი
- ჩემი როანოკის კოშმარში — ლი ჰარის
სპეციალურად მოწვეული მსახიობები
რედაქტირება- ლედი გაგა — ალქაჯი Scathach1
- ფრენსის კონროი — დედა პოლკი1
- ფინ ვიტროკი — ჯეტერ პოლკი
დამხმარე პერსონაჟები
რედაქტირება- ადინა პორტერი — ლი ჰარის
- ლესლი ჯორდანი — ეშლი გილბერტი
- ჩემი როანოკის კოშმარში — კრიკეტ მარლო
- სენია სიდნი — ფლორა ჰალის1
- ჩარლზ მალიკ უიტფილდი — მეისონ ჰარის1
- კოლბი ფრენჩი — პოლიციის ოფიცერი1
- მეია როუს ბერკო — ექთანი მირანდა1
- კრისტენ რეიკსი — ექთანი ბრიჯიტი1
- გრეიდ ლი რიჩმონდ — ისმაელ პოლკი1
- ჩეზ ბონო — ბრაიან ველს
- ჩემი როანოკის კოშმარში — ლოტ პოლკი
- ორსონ ჩაპლინი — კაენ პოლკი1
- რობინ ვაიგერტი — დედა პოლკი
- ესტელ ჰერმანსენი — პრისცილა1
- ბილი სნოუ — რეტ სნოუ
მცირე პერსონაჟები
რედაქტირება- დორის კერნს გუდვინ — საკუთარი თავი
- ჰენდერსონ ვეიდ — გინესი1
- შენონ ლუჩიო — დაიანა კროსი
- ტაისა ფარმიგა — სოფი გრინი
- ჯეიკობ არტისტი — ტოდ კონორსი
- ჯონ ბასი — მილო
- ემა ბელი — ტრეისი ლოგან
^1 ეს მსახიობები განასახიერებენ თავიანთ პერსონაჟებს მხოლოდ დოკუმენტურ ფილმში ჩემი როანოკის კოშმარი.
ეპიზოდები
რედაქტირება№ ჯამში | № სეზონში | სახელწოდება | რეჟისორი | სცენარის ავტორი | ორიგინალური ეთერის თარიღი | წარმ. კოდი | აშშ მაყურებელი (მილიონი) |
---|---|---|---|---|---|---|---|
64 | 1 | „Chapter 1“ | ბრედ ფელჩაკი | რაიან მერფი და ბრედ ფელჩაკი | 14 სექტემბერი, 2016 | 6ATS01 | 5.14[1] |
65 | 2 | „Chapter 2“ | მაიკლ გოი | ტიმ მინერი | 21 სექტემბერი, 2016 | 6ATS02 | 3.27[2] |
66 | 3 | „Chapter 3“ | ჯენიფერ ლინჩი | ჯეიმზ ვონგი | 28 სექტემბერი, 2016 | 6ATS03 | 3.08[3] |
67 | 4 | „Chapter 4“ | მარტია გრაბიაკ | ჯონ ჯ. გრეი | 5 ოქტომბერი, 2016 | 6ATS04 | 2.83[4] |
68 | 5 | „Chapter 5“ | ნელსონ კრეგი | აკილა კუპერი | 12 ოქტომბერი, 2016 | 6ATS05 | 2.82[5] |
69 | 6 | „Chapter 6“ | ანჯელა ბასეტი | ნედ მერტელი | 19 ოქტომბერი, 2016 | 6ATS06 | 2.48[6] |
70 | 7 | „Chapter 7“ | ელოდი კინი | კრისტალ ლიუ | 26 ოქტომბერი, 2016 | 6ATS07 | 2.62[7] |
71 | 8 | „Chapter 8“ | გვინეტ ჰორდერ-პეიტონი | ტოდ კუბრალო | 2 ნოემბერი, 2016 | 6ATS08 | 2.20[8] |
72 | 9 | „Chapter 9“ | ალექსის ო. კორჩენსკი | ტიმ მინერი | 9 ნოემბერი, 2016 | 6ATS09 | 2.43[9] |
73 | 10 | „Chapter 10“ | ბრედლი ბეკერი | რაიან მერფი და ბრედ ფელჩაკი | 16 ნოემბერი, 2016 | 6ATS10 | 2.45[10] |
გამოხმაურება
რედაქტირებაკრიტიკოსების გამოხმაურებები
რედაქტირება
|
რეიტინგები
რედაქტირებასეზონი | ეპ. 1 | ეპ. 2 | ეპ. 3 | ეპ. 4 | ეპ. 5 | ეპ. 6 | ეპ. 7 | ეპ. 8 | ეპ. 9 | ეპ. 10 | ეპ. 11 | ეპ. 12 | ეპ. 13 | |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მკვლელი სახლი | 3.18 | 2.46 | 2.59 | 2.96 | 2.74 | 2.83 | 3.06 | 2.81 | 2.85 | 2.54 | 2.59 | 3.22 | არ არის | |
ფსიქიატრიული კლინიკა | 3.85 | 3.06 | 2.47 | 2.65 | 2.78 | 1.89 | 2.27 | 2.36 | 2.22 | 2.21 | 2.51 | 2.30 | 2.29 | |
ალქაჯთა კრება | 5.54 | 4.51 | 3.78 | 3.71 | 3.80 | 4.16 | 4.00 | 4.07 | 3.94 | 3.49 | 3.46 | 3.35 | 4.24 | |
მახინჯების შოუ | 6.13 | 4.53 | 4.44 | 4.51 | 4.22 | 3.65 | 3.91 | 3.30 | 3.07 | 2.99 | 3.11 | 2.94 | 3.27 | |
სასტუმრო | 5.81 | 4.06 | 3.20 | 3.04 | 2.87 | 2.64 | 2.64 | 2.31 | 2.14 | 1.85 | 1.84 | 2.24 | არ არის | |
როანოკი | 5.14 | 3.27 | 3.08 | 2.83 | 2.82 | 2.48 | 2.62 | 2.20 | 2.43 | 2.45 | არ არის | |||
კულტი | 3.93 | 2.38 | 2.25 | 2.13 | 2.20 | 2.15 | 2.07 | 2.06 | 1.48 | 1.82 | 1.97 | არ არის |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Welch, Alex. (15 სექტემბერი, 2016) Wednesday cable ratings: 'American Horror Story' premiere wins the night. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-17. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი, 2016.
- ↑ Welch, Alex. (22 სექტემბერი, 2016) Wednesday cable ratings: 'American Horror Story' experiences major drop. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-23. ციტირების თარიღი: 22 სექტემბერი, 2016.
- ↑ Welch, Alex. (29 სექტემბერი, 2016) Wednesday cable ratings: 'American Horror Story' dips once again. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-30. ციტირების თარიღი: 29 სექტემბერი, 2016.
- ↑ Welch, Alex. (6 ოქტომბერი, 2016) Wednesday cable ratings: MLB Wild Card games stay on top. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-17. ციტირების თარიღი: 6 ოქტომბერი, 2016.
- ↑ Welch, Alex. (13 ოქტომბერი, 2016) Wednesday cable ratings: 'American Horror Story: Roanoke' bumps up. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-16. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2016.
- ↑ Welch, Alex. (20 ოქტომბერი, 2016) Wednesday cable ratings: Third Presidential Debate wins the night. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-22. ციტირების თარიღი: 21 ოქტომბერი, 2016.
- ↑ Welch, Alex. (27 ოქტომბერი, 2016) Wednesday cable ratings: 'American Horror Story' holds steady. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-28. ციტირების თარიღი: 27 ოქტომბერი, 2016.
- ↑ Welch, Alex. (3 ნოემბერი, 2016) Wednesday cable ratings: 'American Horror Story' falls, 'Queen Sugar' holds steady. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-21. ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი, 2016.
- ↑ Welch, Alex. (10 ნოემბერი, 2016) Wednesday cable ratings: 'American Horror Story' ticks back up. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-12. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი, 2016.
- ↑ Welch, Alex. (17 ნოემბერი, 2016) Wednesday cable ratings: 'American Horror Story: Roanoke' season finale holds steady. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-21. ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი, 2016.
- ↑ American Horror Story: Roanoke. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: ნოემბერი 24, 2016.