ამერეთი
ამერეთი — ტერმინი, რომელსაც ქართველი ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი ხმარობს ამიერსაქართველოს — აღმოსავლეთ საქართველოს აღსანიშნავად. გერმანული წყარო, რომლის ავტორია ჰანს შილტბერგერი, ჩვენს ქვეყანაში „ერთადერთ სამეფოდ (Königreich) საქართველოს (Gursy) ასახელებს“ ანუ იგი ერთიანი პოლიტიკური ერთეულია. თუმცა ის აფხაზეთსა და სამეგრელოსაც ასახელებს, მაგრამ ცხადია, რომ დასავლეთ საქართველო („აფხაზეთი“ და „სამეგრელო“) პოლიტიკურად წინანდებურად „ამერეთთანვე“ ყოფილა დაკავშირებული — აღნიშნავდა ივანე ჯავახიშვილი.
ასეთი მსჯელობა ამ ტერმინის შესახებ მის ნაშრომებში არაერთია; „საქართველოს ეკონომიურ ისტორიაში“ ჯავახიშვილი აღნიშნავს, თუ დასავლეთ საქართველოს XV–XVIII საუკუნეების საბუთებში ღომი მართლაც ყველგან გვხვდება, პირიქით, აღმოსავლეთ საქართველოში არც ერთი საბუთი არ მოიპოვება, სადაც იგი იხსენიებოდეს. მისი ხსნება არც სხვა რომელიმე ძეგლში ჩანს XVIII საუკუნემდე. ამაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ მცენარის კულტურის შესახებ „ამერეთში“ არც რომელიმე ევროპელ მოგზაურსა და რუს დესპანს მოეპოვება რაიმე ცნობა. საინტერესოა, რომ ივანე ჯავახიშვილი დასავლეთ საქართველოს აღსანიშნავად ხმარობს ტერინს „იმერი“: „ჴელმწიფის კარის გარიგების“ ავტორს რომ აღმოსავლეთ საქართველოში ეცხოვრა მაშინ ბედიელისა და ქუთათელის შესახებ ის იტყოდა „იმერი“-ო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯავახიშვილი ივ., ქეი, წგ. 3, ნაწ. 1. – თხზ., ტ. 3, თბ., 1982;
- ჯავახიშვილი ივ., სეი, წგ. 1. – თხზ., ტ. 4, თბ., 1996;
- ჯავახიშვილი ივ., ქსი, წგ. 1. – თხზ., ტ. 6, თბ., 1982.