ამბროზია (გვარი)
ამბროზია (ლათ. Ambrosia) — ერთწლოვან და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვს დატოტვილი ღერო და მორიგეობით ან მოპირისპირედ განლაგებული ფოთლები.
ამბროზია | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Ambrosia | ||||||||||||
|
მისი 30-მდე სახეობა ველურად იზრდება ამერიკაში. ზოგი შეტანილია ატლანტისა და წყნარი ოკეანეების კუნძულებზე, აგრეთვე ჩრდილოეთ ავსტრალიაში. სამხრეთ აზიაში, ევროპასა და აფრიკაში. ავშანფოთლიანი ამბროზია (Ambrosia artemisiifolia) გვხვდება ხორბლეულისა და სათოხნ კულტურებში; სამნაკვთიანი ამბროზია (Ambrosia trifida) — აფხაზეთში, კახეთში, განსაკუთრებით ლაგოდეხის რაიონში, გერანისა და თამბაქოს პლანტაციებში და მარცვლეულ კულტურებში; მრავალწლოვანი ამბროზია (Ambrosia psilostachya) — კულტურულ მცენარეებს შორის. სამივე სახეობა აბეზარი საკარანტინო სარეველაა, ასარევლიანებს თითქმის ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურას, აშრობს და ფიტავს ნიადაგს, ამცირებს მოსავლიანობას, თავისი მსხვილი და უხეში ღეროებით ხელს უშლის პურეულის აღებას.
ბრძოლის ღონისძიებანი: ნაწვერალის აჩეჩვა, ნიადაგის ღრმად ხვნა, ჰერბიციდების გამოყენება და სხვა. ამბროზიის მტვერი იწვევს დაავადებას, რომელიც ცნობილია თივისმიერი ცხელების სახელით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 352.