ამბოროს ეროვნული პარკი

ამბოროს ეროვნული პარკიეროვნული პარკი ბოლივიაში, სანტა-კრუსის დეპარტამენტში. მდებარეობს ზღვის დონიდან 300-3500 მეტრზე. მისი ფართობი 4 425 კმ²-ია. პარკი დაცულია ადამიანების დასახლებისგან, ნადირობისგან, ტყის გაჩეხვისა და შემგროვებლობისგან. მიუხედავად ამისა, ეს ყოველივე დღემდე მაინც პრობლემად რჩება. ამბოროს მომიჯნავედ მდებარეობს კარასკოს ეროვნული პარკი.

ამბოროს ეროვნული პარკი

Parque Nacional Amboró

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა სანტა-კრუსის დეპარტამენტი
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
კოორდინატები 17°44′00″ ს. გ. 64°02′00″ დ. გ. / 17.73333° ს. გ. 64.03333° დ. გ. / -17.73333; -64.03333
ფართობი 4,425 კმ²
დაარსდა 1973
მმართველი ორგანო Servicio Nacional de Áreas Protegidas (SERNAP)
ოფიციალური საიტი http://www.amboro-bo.org/

ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი 1400 - 4000 მმ-ს შეადგენს. პარკი გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვანებით. აქ გავრცელებულია ფრინველთა 800 და ძუძუმწოვართა 125 სახეობა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება