ამა ასანტე (ინგლ. Amma Asante; დ. 13 სექტემბერი, 1969, ლონდონი) — ბრიტანელი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი. პოპულარობა მოიპოვა სრულმეტრაჟიანი ფილმების: „ცხოვრების გზა“ და „ბელი“ სარეჟისორო ნამუშევრებით. მისმა ფილმებმა მიიღო რამდენიმე ჯილდო, მათ შორის BAFTA. ამა ასანტე 2017 წელს ბრიტანეთის იმპერიის ორდენის (MBE) წევრი გახდა.

ამა ასანტე
დაბადების თარიღი 13 სექტემბერი, 1969 (1969-09-13) (55 წლის)
ლონდონი
მოქალაქეობა დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
საქმიანობა რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი
საიტი www.ammaasante.com

ბიოგრაფია

რედაქტირება

ამა ასანტე დაიბადა 1969 წლის 13 სექტემბერს ლონდონის სამხრეთ რაიონში. მისი მშობლები განელები იყვნენ: დედა მეწარმე იყო, რომელიც ფლობდა საკუთარ, აფრიკული კოსმეტიკისა და სასურსათო მაღაზიას. მამა კი — ბუღალტერი, რომელმაც მიიღო კვალიფიკაცია გაერთიანებულ სამეფოში სამუშაოდ. ასანტემ სკოლის პერიოდში ისწავლა ცეკვა და დრამატურგია.

1980-იანი წლების ნარკოტიკების საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში — „უბრალოდ თქვი არა“, ასანტე იყო ერთ-ერთი „გრენჯ ჰილის“ იმ ცხრა ბავშვიდან, რომლებიც რონალდ რეიგანს შეხვდნენ თეთრ სახლში.

მწერლისა და რეჟისორის კარიერა

რედაქტირება

ასანტეს კარიერა დაიწყო, როდესაც ის პირველად ეწვია საშემსრულებლო ხელოვნების სკოლას, რომელმაც საშუალება მისცა შეემუშავებინა მისი პირველი სიტკომის სცენარი. იგი საბავშვო არხის წამყვანი იყო მთელი წლის მანძილზე.[1]

ასანტე თავდაპირველად ტელესერიალებში მონაწილეობდა. შემდეგ ჩამოაყალიბა საკუთარი საპროდიუსერო კომპანია „Tantrum Films“, რომელიც გამოიყენა სარეჟისორო დებიუტისთვის — კომპანია გახდა სპონსორი ასანტეს პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „ცხოვრების გზა“. ფილმი 2005 წელს მაიამის საერთაშორისო კინოფესტივალმა მსოფლიო კინემატოგრაფში საუკეთესო დრამატული როლისთვის დააჯილდოვა. ფილმმა ასევე მიიღო კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაცის პრიზი საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის.[2] [3]

ასანტემ შეიმუშავა კინოპროექტები როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე აშშ-ში. მისი მეორე მხატვრული ფილმი, „ბელი“ არის ისტორიულ-ბიოგრაფიული რომანი. ფილმი დაფუძნებულია დაიდუ ელიზაბეტ ბელის ცხოვრებაზე და ასახავს დამონებული აფრიკელი ქალისა და ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების კაპიტნის უკანონო შერეული რასის ქალიშვილის — დაიდუ ბელის რთულ ცხოვრებისეულ გზას.

2014 წლის იანვარში გამოცხადდა, რომ ასანტე გადაიღებდა თრილერს — „დაუვიწყარი“ Warner Bros.-ისთვის, მაგრამ საბოლოოდ მან დატოვა პროექტი და 2015 წლის მარტში გამოაცხადა, რომ მის ნაცვლად იქნებოდა „გაერთიანებული სამეფოს“ რეჟისორი. ფილმი ეფუძნება ისტორიკოს სიუზან უილიამსის 2006 წლის წიგნს. 2016 წლის ივნისში ბრიტანეთის კინოს ინსტიტუტმა (BFI) გამოაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო გახსნის ლონდონის მე-60 კინოფესტივალს.

2018 წელს ასანტე გახდა პირველი ქალი, რომელმაც მიიღო ბრიტანეთის საქალაქო კინოფესტივალის საპატიო ჯილდო მსახიობი დონა კროლისგან კინოსა და ტელევიზიაში განსაკუთრებული წვლილისთვის.

ბოლო პროექტები

რედაქტირება

ასანტე არის ავტორი 2019 წლის ანთოლოგიის „აფრიკის ახალი ქალიშვილები“. როგორც რეჟისორმა, გადაიღო ეპიზოდი სერიალში „მოსამსახურის ნაამბობი“. სერიალი დაფუძნებულია კანადელი მწერალი ქალის მარგარეტ ეტვუდის 1985 წლის იმავე სახელწოდების რომანზე. 2000-2001 წლებში ასანტე შეყვანილი იყო ბრიტანეთში აფრიკული წარმოშობის ყველაზე გავლენიანი ხალხის ტოპ 100-ეულში.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ასანტე პირველად დაქორწინებული იყო პროდიუსერ ჩარლი ჰანსონზე. შემდეგ დაქორწინდა ჰააგაში ევროპული პოლიციის ყოფილ პრესმდივან — სორენ პედერსენზე

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Hockenhull, Stella (2017). British Women Film Directors in the New Millennium. doi:10.1057/978-1-137-48992-0. ISBN 978-1-137-48991-3.
  2. „Way of Life“ takes Miami honors
  3. miamifilmfestival