ამასრის მუზეუმი
ამასრის მუზეუმი (თურქ. Amasra Müzesi) — არქეოლოგიური მუზეუმი ბართინის პროვინციაში , ჩრდილო-დასავლეთ თურქეთი, ამასრის რაიონში, რომელიც დაარსდა 1982 წელს. მასში გამოფენილია არქეოლოგიური არტეფაქტები და ეთნოგრაფიული ნივთები.
ამასრის მუზეუმი | |
---|---|
41°44′49″ ჩ. გ. 32°22′59″ ა. გ. / 41.74694° ჩ. გ. 32.38306° ა. გ. | |
დაარსდა | 1982 |
ქვეყანა | თურქეთი |
მდებარეობა | Amasra და ბართინის პროვინცია |
ოფიციალური საიტი | http://www.muze.gov.tr/tr/muzeler/amasra-muzesi |
მუზეუმს ყოველწლიურად 50 000-ზე მეტი ტურისტი სტუმრობს.[1]
ადგილმდებარეობა
რედაქტირებაამასრის მუზეუმი ჩამლიქის ქუჩა 4-ში მდებარეობს ამასრის ქუმის უბანში.[2]
ისტორია
რედაქტირებაამასრის მუზეუმის დაარსება 1955 წელს იწყება, როდესაც შეგროვებული ნივთები, რომლებიც მუნიციპალიტეტის პატარა დარბაზში ინახებოდა, საზოგადოებისთვის გამოფენის სახით გაიხსნა.
1969 წელს მუზეუმი გადავიდა ყოფილი დაწყებითი სკოლის შენობაში. 1982 წლის 30 იანვარს იგი გადაიტანეს მის ამჟამინდელ შენობაში. ამ შენობის, როგორც საზღვაო სკოლის მშენებლობა 1884 წელს დაიწყო, თუმცა ის დაუმთავრებელი დარჩა. 1975 წელს შენობა შეიძინა კულტურის სამინისტრომ და დაასრულა 1976 წელს.[2][1][3]
მუზეუმის შენობას ჩაუტარდა საფუძვლიანი რესტავრაცია 2014-2015 წლებში.[1][4]
ექსპონატები
რედაქტირებაერთსართულიანი შენობა შედგება ოთხი საგამოფენო დარბაზისაგან, ორში დაცულია არქეოლოგიური ნივთები და ორი დარბაზი დათმობილია ეთნოგრაფიული ნივთებისთვის. ექსპონატების უმეტესობა აღმოჩენილია ამასრაში ან მის ახლოს მდებარე ტერიტორიაზე.[3] მუზეუმში სულ 1 168 ნივთია, 901 არქეოლოგიური და 744 ეთნოგრაფიული.[2]
მუზეუმის ეზო მოიცავს ელინისტური, რომაული, ბიზანტიური და გენუური პერიოდის ქვის არტეფაქტებს.[3][1]
მუზეუმის დერეფნის კედელზე კიდია ხმელთაშუა ზღვის რუკა, რომელიც თარიღდება 1884 წლით და დაბეჭდილია სასამართლოს სტამბაში.[3]
არქეოლოგიის განყოფილება
რედაქტირებაპირველ დარბაზში გამოფენილია ელინისტური, რომაული და ბიზანტიური პერიოდის მცირე ზომის არტეფაქტები. ეს არის ტერაკოტა და შუშის პარფიუმერიის ბოთლები, ოქროს და ბრინჯაოს სამკაულები, რომლებიც ნაპოვნია არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ საფლავებში, ასევე სხვადასხვა ამფორები და დოქები, რომლებიც ამოღებულია ზღვიდან. გამოფენილია ბრინჯაოს ფიგურები, სამაჯურები, თევზის კავები, ქრისტიანული ჯვრები, იარაღი, ზეთის ნათურები, ქოთნები და ასევე ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მონეტები.[1][3]
მეორე დარბაზი მოიცავს მარმარილოს არტეფაქტებს, როგორიცაა ქანდაკებები, ბიუსტები, სტელები და არქიტექტურული ელემენტები რელიეფური ორნამენტებით ელინისტური, რომაული, ბიზანტიური და გენუური პერიოდიდან.[3]
ეთნოგრაფიის განყოფილება
რედაქტირებაეთნოგრაფიის განყოფილების პირველ დარბაზში გამოფენილია გვიანი ოსმალეთის ხანის მცირე ზომის ნივთები, მათ შორის სპილენძის ჭურჭელი, იარაღი, საწერი იარაღები, სანთლები, ბეჭდები, სასწორები, თიხის ჭურჭელი და ბეჭდები. გარდა ამისა, გამოფენილია ხის ქოთნები, რომლებიც ასახავს ხეზე ჭრის ხელოვნებას, რომელიც უნიკალურია ამასრის რეგიონისთვის.[3]
მეორე დარბაზში დაცულია გვიანი ოსმალეთის პერიოდის რეგიონის ტანსაცმლისა და ვერცხლის სამკაულები. ეს არის ზეწრები, ბალიშის გადასაფარებლები, ყურანი, ხალიჩები, აბაზანის ხელთათმანები და ძველი კედლის საათები.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Bostancı, Selim (2014-12-18). „"Tesadüf eserler müzesi", uluslararası başvuru merkezi olacak“. Hürriyet (თურქული). ციტირების თარიღი: 2016-11-10.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Bartın Amasra Müze Müdürlüğü tr. Kültür Varlıkları ve Müzeler Genel Müdürlüğü. ციტირების თარიღი: 2016-11-10
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 Bartın Amasra Müzesi tr. Kültür ve Turizm Bakanlığı. ციტირების თარიღი: 2016-11-10
- ↑ Müze Tadilatı Devam Ediyor tr. Amasra Müzesi (2015-02-07). ციტირების თარიღი: 2016-11-10