ამარათი — გალავნით შემოზღუდული ნაგებობათა კომპლექსი XVIII საუკუნის თბილისში, სოლოლაკის უბანში, რომელიც დატანილია ვახუშტი ბაგრატიონის მიერ 1735 წელს შედგენილ გეგმაზე (ობიექტი № 41). სოლოლაკის ქედის ჩრდილოეთ კალთის ძირში „ლაკისწყლის“ და „კოჟრის გზის“ მარცხნივ მხარეს. ვახუშტი მას „ამარათს“ ( სპარსულად „შენობა“, „სასახლე“) უწოდებს. იგივე კომპლექსი აღნიშნულია ა. პიშჩევიჩის 1785 წლის გეგმაზე, როგორც „ნანგრევები საქართველოს მეფის ძველი რეზიდენციისა“. პიშჩევიჩი პირველია, ვინც გარეთუბანში ამ ადგილას საქართველოს მეფის ძველი სასახლის არსებობას გვამცნობს. ქალაქგარეთა ეს რეზიდენცია მდებარეობდა დაახლოებით ახლანდელი გ. ქიქოძის ქუჩის ღერძის მიმართულებით, ლ. ასათიანის ქუჩის გადაღმა. თბილისის ძველ გეგმებზე ამარათის დასავლეთით მხოლოდ თოფის წამლის ქარხანა და თბილისის ბოტანიკური ბაღია ნაჩვენები. ამარათი XVIII საუკუნის დოკუმენტურ მასალაში ორჯერ გვხდება. 1764 წელს შედგენილი ნაყიდობის წიგნის მიხედვით ამარათი გარეთუბანში გაბაშვილების კუთვნილ მიწის ნაკვეტში ან მის გვერდით მდგარა . მეორეჯერ იგი ნახსენებია 1796 წელს მეფე ერეკლე II-ის მიერ თოფიწამლის ოსტატის თაყუაშვილისადმი გაცემულ წყალობის წიგნში , საიდანაც ვიგებთ , რომ გარეთუბანში XVIII საუკუნეში „სალალაკზედ“ საგანგებოთ მდგარ ქარხანაში ამზადებდენ ტოფის წამალს. დატანილი. ქარხანა დამწვარა 1795 თბილისში აღა-მაჰმად ხანის შემოსევის დროს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 16. «საბჭოთა საქართველო», თბ., 1985