ამან ქექილოვი
ამან ქექილოვი (დ. 9 მაისი, 1912 — გ. 13 დეკემბერი, 1974, თბილისი) — თურქმენი პოეტი და ლიტერატურათმცოდნე, თურქმენეთის სსრ სახალხო მწერალი (1967), თურქმენეთის სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1969), თურქმენეთის სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1972).
ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1927 წლიდან. ავტორია თურქმენეთის სსრ-ის სახელმწიფო ჰიმნის ტექსტისა. ქექილოვის ნამუშევრებია პოეტური კრებულები „წინ“ (1935), „უკანასკნელი შეხვედრა“ (1940), „სიყვარული“ წიგნი I და II (1947-1957). ავტორია ლიტერატურული გამოკვლევებისა „მხატვრული ნაწარმოების ენა“ (1942), „მხატვრული ნაწარმოების ფორმა და შინაარსი“ (1947), „მოლანეფესი“ (1957), „ლიტერატურის თეორია“ (1961).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 504.