ამაგერი
ამაგერი (დან. Amager) — დანიის კუნძული ერესუნის სრუტეში. დედაქალაქი კოპენჰაგენი ნაწილობრივ სწორედ ამაგერზეა გაშენებული. კუნძულ ზელანდიასთან დაკავშირებულია ხუთი ხიდით. ფართობი 96,29 კმ²-ს შეადგენს.
მშობ. სახელი: Amager | |
---|---|
მდებარეობა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ერესუნის სრუტე |
კოორდინატები | 55°37′ ჩ. გ. 12°37′ ა. გ. / 55.617° ჩ. გ. 12.617° ა. გ. |
ფართობი | 96,29 კმ² |
სიგრძე | 16,1 კმ |
სიგანე | 11,1 კმ |
დანია | |
უდიდესი ქალაქი | კოპენჰაგენი, ტერნბი, დრაგერი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 171 210 (2010) |
სიმჭიდროვე | 1 796,6 /კმ² |
ამაგერს დასახლების დიდი ისტორია გააჩნია, რაც მისი ნაყოფიერი ნიადაგისა და კოპენჰაგენის სიახლოვის დამსახურებაა. 1521 წელს, მეფე კრისიტიან II-მ კუნძულზე საცხოვრებლად და მებოსტნეობის გასავითარებლად ჰოლანდიელი მოსახლეები მიიწვია. კოპენჰაგენმა ამაგერზე გაფართოება მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო, 1902 წელს კი უკვე განაშენიანებული არეალი დედაქალაქს მიუერთდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Amager Beach Park დაარქივებული 2006-09-26 საიტზე Wayback Machine.
- Amager Bio