ალ-მაჰბესის ბრძოლა (1985)
ალ-მაჰბესის ბრძოლა (1985) | |||
---|---|---|---|
დასავლეთ საჰარის ომის ნაწილი | |||
თარიღი | 12 იანვარი, 1985 | ||
მდებარეობა | ალ-მაჰბესი, დასავლეთ საჰარა | ||
მხარეები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
ალ-მაჰბესის ბრძოლა — გაიმართა 1985 წლის 12 იანვარს დასავლეთ საჰარას ომის დროს. გრანდ-მაღრიბის შეტევის ფარგლებში, პოლისარიოს ფრონტმა მძიმე საშუალებებით (ტანკები, სახმელეთო და საჰაერო რაკეტები) გაარღვია ქვიშის კედელი, რომელიც იცავდა მაროკოს სამეფოს შეიარაღებულ ძალებს.
ისტორია
რედაქტირება1980-იანი წლების შუა პერიოდიდან მაროკო დიდწილად ბარიერს უქმნიდა პოლისარიოს ჯარებს უზარმაზარი ქვიშის კედლის აშენებით (მაროკოს კედელი). მაროკოს არმიამ იქ განათავსა ჯარი, დაახლოებით იგივე ზომის, როგორც მთელი საჰარის მოსახლეობა იყო. შემოერტყა სამხრეთ პროვინციებს, დასავლეთ საჰარის ეკონომიკურად სასარგებლო ნაწილებს. ამან ომი შეაჩერა, ვერც ერთმა მხარემ ვერ შეძლო გადამწყვეტი წარმატების მიღწევა, მაგრამ პარტიზანების მიერ საარტილერიო დარტყმები და სნაიპერული თავდასხმები გაგრძელდა.[1] მაროკოს დასავლეთ საჰარის კედელი არის დაახლოებით 2,700 კმ სიგრძის ქვიშის კედელი, რომელიც გრძელდება სამხრეთიდან ჩრდილოეთით დასავლეთ საჰარასა და მაროკოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილზე.[2] ის ჰყოფს მაროკოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს (სამხრეთ პროვინციებს) დასავლეთით პოლისარიოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებისგან (თავისუფალი ზონა, საჰარის ხალხის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკა) აღმოსავლეთით. ბარიერების მთავარი ფუნქციაა პოლისარიოს ფრონტის პარტიზანული მებრძოლებისგან თავდაცვა, რომლებიც ცდილობდნენ დასავლეთ საჰარის დამოუკიდებლობის მოპოვებას. ჯამში არის 7 კედელი, რომლებიც აშენდა ეტაპობრივად.[3] ქალაქი ალ-მაჰბესი მდებარეობს მე-4 ქვიშის კედლის მიღმა, რომლის აგებაც იმ დროისათვის დასრულებული იყო.
ამ რეგიონებში პოლისარიოს ძალები უკან დააბრუნეს ალჟირულ ბაზებში, რომლებიც გამუდმებით ცდილობდნენ, გაერღვიათ ეს ზღუდე.
მაროკოს არმიის თანახმად, პოლისარიოს ფრონტმა ბრძოლაში ჩართო სამი მოტორიზებული ბატალიონი (ლენდ როვერზე), ერთი ბატალიონი შედგებოდა T-55 ტანკებისგან და ერთი მექანიზებული ბატალიონი BMP-1- სგან. [4]
ბრძოლა
რედაქტირებაპოლისარიოს ფრონტმა შეუტია მაროკოს რაზმს, რომელიც მონაწილეობდა კედლის მშენებლობაში ვადი ტენუეჩადის ჩრდილოეთით, ალჟირის საზღვრიდან 8 კილომეტრში. ბრძოლა გაიმართა დაახლოებით თხუთმეტი კილომეტრის მანძილზე დილის 7 საათიდან საღამოს 4 საათამდე. შემდეგ, მაროკოს ცნობით, თავდამსხმელებმა ალჟირისკენ დაიხიეს.[5] მაროკოს Mirage F1 გამანადგურებელი ჩამოაგდეს საჰარელი ხალხის 2K12 Kub რაკეტით. მაროკო ამტკიცებდა, რომ ის გაისროლეს „სასაზღვრო ტერიტორიიდან“, რომელიც ალჟირის ტერიტორიაზე მიუთითებდა.
მსხვერპლი და შედეგები
რედაქტირებამაროკო აცხადებს, რომ პოლისარიოს დანაკარგი არის 66 კაცი, 6 T-55, 2 BMP-1 და 6 სხვა ტიპის ტრანსპორტი.[4]
რაბათი აღიარებს, რომ 25 მაროკოელი ჯარისკაცი დაიღუპა და 48 დაიჭრა, ხოლო პოლისარიოს კომუნიკე აცხადებს 311 ჯარისკაცის სიკვდილს, 3 სხვა ჯარისკაცის დატყვევებას და 17 ტანკის, 14 ჯავშანტრანსპორტიორის და 21 სხვა სამეფო მანქანის განადგურებას. ეს შეტევა აჩვენებს, რომ პოლისარიოს ჯერ კიდევ შეუძლია მძიმე შეტევების განხორციელება და რომ მაროკოს თავდაცვის კედელი არ არის გაუვალი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Antonio Díaz Fernandez, Los Servicios de Inteligencia Españoles, Alianza Editorial, Madrid, 2005, p. 176.
- ↑ Saddiki, Said (October 2017), „5. The Wall of Western Sahara“, World of Walls: The Structure, Roles and Effectiveness of Separation Barriers, Open Book Publishers, pp. 97–120, , ISBN 9781783743681
- ↑ Maclean, Ruth. (22 September 2018) Build a wall across the Sahara? That's crazy – but someone still did it en. ციტირების თარიღი: 25 September 2018
- ↑ 4.0 4.1 Pino, Domingo del (1985-01-14). „Marruecos reconoce haber perdido un Mirage y 25 hombres ante el Polisario“. El País (ესპანური). ISSN 1134-6582. ციტირების თარიღი: 2020-07-22.
- ↑ „Le missile qui a abattu un Mirage marocain venait d'un " territoire limitrophe " accuse Rabat“. Le Monde.fr (ფრანგული). 1985-01-16. ციტირების თარიღი: 2020-07-22.