ალფჰაიმი, ელფჰაიმი (ძველსკანდ. Ālfheimr) — ელფთა სამყოფელი, კეთილ ქალღმერთთა სავანე ჩრდილოურ მითოლოგიაში, სამყაროს მესამე სფერო. ალფჰაიმი ჩანს არა მხოლოდ სკანდინავიურ, არამედ ანგლო-შოტლანდიურ ბალადებში ელფჰეიმის (ინგ. Elfhame) სახელით და ზღაპრულ ქვეყანას აღნიშნავს.

„მდელოს ელფები“, ნილს ბლომერი, 1850

თანამედროვე ლიტერატურაში

რედაქტირება

20-ე საუკუნის ფანტაზიის ჟანრის მწერალი ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი „ბეჭდების მბრძანებელში“ ალფჰაიმის (Álfheim) ანგლიზებულ ფორმას „ელფჰოუმს“ (Elvenhome „ელფთა სახლი“) იყენებს თავად ელფების მეტყველებაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მითოლოგიური ლექსიკონი; ა. გელოვანი. გვ. 45, 1983 წ. თბილისი.
  • Robbins, Rossell Hope (1959). The Encyclopedia of Witchcraft and Demonology. New York: Crown Publishers, Inc.