ალფრედ კურელა
ალფრედ კურელა (დ. 2 მაისი, 1895 ოდერის ბჟეგი — გ. 12 ივნისი, 1975, ბერლინი) — გერმანელი ავტორი. 1928 წლიდან ცხოვრობდა საქართველოს სსრ-ში. სამი წელი ცხოვრობდა სოფელ ფსხუში. 1934-1954 წლებში ცხოვრობდა საბჭოთა კავშირში. გერმანულ ენაზე თარგმნა ვაჟა-ფშაველას პოემები, სიმონ ჩიქოვანის, ირაკლი აბაშიძის, იოსებ ნონეშვილის ლექსები, დაწერა წინასიტყვაობა „დიდოსტატის მარჯვენის“ გერმანული გამოცემისთვის. 1956 წელს გამოსცა დასურათებული ალბომი „მშვენიერი კავკასია“. მისი ცხოვრების ერთ ეპიზოდს ასახავს გურამ რჩეულიშვილის მოთხრობა „სიკვდილი მთაში“.
ლიტერატურა
რედაქტირება- რევიშვილი, შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 80.