ალფონსო კარლოს დე ბურბონი

ალფონსო კარლოს დე ბურბონი (ესპ. Alfonso Carlos de Borbón, ფრანგ. Alphonse Charles de Bourbon; დ. 12 სექტემბერი, 1849 — გ. 29 სექტემბერი, 1936) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. სან ხაიმესა და ანჟუს ჰერცოგი. კარლისტთა პარტიის კანდიდატი ესპანეთის ტახტზე ალფონსო კარლოს I-ის სახელით. საფრანგეთისა და ნავარის ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე და ტიტულარული მეფე შარლ XII-ის სახელით.

ალფონსო კარლოს დე ბურბონი
დაბადების თარიღი 12 სექტემბერი, 1849
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
გარდაცვალების თარიღი 29 სექტემბერი, 1936, (87 წლის)
ვენა, ავსტრია
ეროვნება ესპანელები
წოდება სან ხაიმეს ჰერცოგი
ანჟუს ჰერცოგი
კარლისტების კანდიდატი ესპანეთის ტახტზე
საფრანგეთისა და ნავარის ლეგიტიმური ტახტის მემკვიდრე
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) მარია დას ნევეს პორტუგალიელი
მშობლები მამა: ხუანი, მონტისონის გრაფი
დედა: მარია ბეატრიქს დე ჰაბსბურგ-ესტე

ბიოგრაფია

რედაქტირება

ალფონსო კარლოსი დაიბადა 1849 წლის 12 სექტემბერს ლონდონში, დიდ ბრიტანეთში. იგი იყო ესპანეთის დე-ფაქტო და დევნილი მეფის, მონტისონის გრაფ ხუან დე ბურბონისა და მისი მეუღლის, მარია ბეატრიქს დე ჰაბსბურგ-ესტეს მეორე ვაჟი.

1871 წლის 26 აპრილს მან ცოლად შეირთო პორტუგალიის მეფე მიგელ I-ისა და დედოფალ ადელაიდა როტენბურგელის ასული მარია დას ნევეს პორტუგალიელი. წყვილს მრავალწლიანი ქორწინებიდან მხოლოდ ერთი ბავშვი გაუჩნდა, რომელიც ჩვილობაშივე დაიღუპა. ამრიგად მათ მემკვიდრეები არ დაუტოვებიათ.

შემდგომში მის უშვილობას ჯერ მისი ძმის, შემდეგ კი ძმის შვილის უშვილოდ გარდაცვალებაც დაერთო, რის გამოც ალფონსოს მისმა მხარდამჭერმა კარლისტებმა, რომლებიც მის გამეფებას მოითხოვდნენ უღალატეს ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ის მხარეს გადავიდნენ, რომელიც მისი უახლოესი ნათესავი და მეფე ალფონსო XII-ის ერთადერთი ვაჟი იყო. ბევრი მიიჩნევდა, რომ კარლისტებმა მას მისი ლიბერალური შეხედულებების გამო უღალატეს. ამის შემდეგ ტრადიციონალისტები მის ასვლას უჭერდნენ მხარს პარმის ტახტზე მისივე ბიძაშვილ ხავიერის ნაცვლად, რაც არ განხორციელებულა. ამას გარდა, იგი განიხილებოდა მისი სიძის, ტოსკანის დიდი ჰერცოგის მემკვიდრედაც, თუმცა იგი ვერც ტოსკანის ტახტზე ავიდა.

ალფონსო კარლოსი გარდაიცვალა 1936 წლის 29 სექტემბერს ვენაში, ავსტრიაში, 87 წლის ასაკში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Arnold McNaughton: The Book of Kings. A Royal Genealogy. Garnstone Press, London 1973, ISBN 0-900391-19-7.
  • Gerald Brenan: Die Geschichte Spaniens. Über die sozialen und politischen Hintergründe des Spanischen Bürgerkrieges. Karin Kramer, Berlin 1978, ISBN 3-87956-034-X.