ალფა და ბეტა მამაკაცი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალფა მამრი და ბეტა მამაკაცი, ან უბრალოდ ალფა და ბეტა, ფსევდომეცნიერული ტერმინებია მამაკაცებისთვის, რომლებიც მიღებულია ეთოლოგიაში ალფა და ბეტა ცხოველების აღნიშვნიდან, გამოიყენება მანოსფეროში [1]. ტერმინი ბეტა გამოიყენება, როგორც დამამცირებელი ტერმინი, თვითიდენტიფიკატორი, მანოსფერული თემების წევრებს შორის, განსაკუთრებით ინკელებში, რომლებიც თავდაჯერებულები არიან ან ტრადიციულად მამაკაცურები არიან და ქალები ყურადღებას არ აქცევენ.[2][3] [1][4]

ტერმინები გამოიყენებოდა მხოლოდ ცხოველთა ეთოლოგიაში 1990-იან წლამდე, განსაკუთრებით მდედრთან შეჯვარების პრივილეგიებთან დაკავშირებით, მათ აქვთ შესაძლებლობა, დაიკავონ ტერიტორია ან იერარქია მათ ნახირში, ან ფარაში საკვების მოხმარების თვალსაზრისით.[5] ცხოველთა ეთოლოგიაში ბეტა აღნიშნავს ცხოველს, რომელიც ექვემდებარება საზოგადოების მაღალი რანგის წევრებს, ამის გარეშე კი მას არ აქვს საკვების მიღებისა და გამრავლების უფლება.[6]

1982 წლის წიგნში „Chimpanzee politics: power and sex among apes“ პრიმატოლოგისტმა და ეთოლოგმა ფრანს დე ვალმა თქვა, რომ მისი დაკვირვებები შიმპანზეებზე შეგვიძლია შევადაროთ ადამიანების ცხოვრებას. ამ წიგნის შემდგომი ზოგი კომენტარი , Chicago tribune-ის ჩათვლით, საუბრობს პარალელზე ცხოველთა და ადამიანთა იერარქიაზე. 1990-იან წლებში მედიამ დაიწყო ტერმინი ალფას გამოყენება, ძირითადად მათ უწოდებდნენ გამორჩეულ და წარმატებულ ბიზნესმენებს. ჟურნალისტი ჯესი სინგალი New york-ის გაზეთში წერს ტერმინების შესახებ, ხოლო 1999 წელს მან დაწერა ნაომი ვულფის გამოთქმული აზრის, მაშინდელი პრეზიდენტის კანდიდატის ალ გორეს შესახებ:„ვულფი ამბობდა, რომ ალ გორე არის ნამდვილი ბეტა მამაკაცი, რომელსაც ოვალურ კაბინეტში ჭირდება ალფა მამრი, სანამ მას საზოგადოება დაინახავს, როგორც საუკეთესო ძაღლი.“ სინგალი ასევე იხსენიებს ნეილ სტრასუს 2005 წლის ბესთსელერ წიგნს, სახელად „თამაში“ , მას იხსენიებს ალფა მამრის იდეის გავრცელებისათვის.[7]

ტერმინის გამოყენება

რედაქტირება

ტერმინი „ალფა მამრი“ ხშირად არასწორად გამოიყენება ნებისმიერ დომინირებულ მამაკაცზე, განსაკუთრებით მოძალადეებზე.[8] თუმცა, მხოლოდ დომინანტური ქცევა მეორე ნახევრისთვის არ განიხილება, როგორც რომანტიკული საქციელი.[9] მოსაზრება, რომ არსებობს დომინანტური იერარქია ადამიანებში, რომელიც შედგება ალფა მამრისა და ბეტა ადამიანებისგან, ხშირად უარყოფილია Mainstream მედიაში პრეტენზიები იმის შესახებ რომ მათ სურთ ალფა მამრები, ექსპერტები განიხილავენ, როგორც სტერეოტიპული, და მას მკვლევარები არ უჭერენ მხარს და მიიჩნევენ რომ, არ შეიძლება ადამიანთა ზოგადი კლასიფიკაცია იერარქიის მიხედვით, რადგან ადამიანის ქცევა და საზოგადოება ბევრად უფრო რთული გასარჩევია ვიდრე პრიმატებისა და ადამიანები ხშირად იღებენ დომინანტურ როლს ზოგიერთ სიტუაციაში.[10][11][12] [11][12][9]

ეს მცდარი წარმოდგენა ალფა მამაკაცების შესახებ გავრცელებულია მანოსფეროში, ვებსაიტების კოლექციაში, ბლოგებში, ონლაინ ფორუმებში, რომელიც ხელს უწყობს მამაკაცურობას, ფემინიზმის ძლიერ წინააღმდეგობას და მაოგინიზმს, რომელიც მოიცავს ისეთ რაღაცებს, როგორიცაა, მამაკაცის უფლებების დაცვა, უნებლიე ქორწინება- (involuntary ceilbates), Men going their own way (MGTOW), Pick up artists(PUA), და მამის უფლებადამცველი ჯგუფები.[17] ტერმინი ბეტა ასევე ხშირად გამოიყენება მანოსფერულ თემებში,მისი გამოყენება არათანმიმდევრულია. მედია-კვლევების მეცნიერმა დები გინგმა აღწერა თემის თეორიები ალფა, ბეტა, ომეგა და ზეტა მამაკაცურობის შესახებ როგორც დაბნეული და წინააღმდეგობრივი.[18] ბეტა ზოგჯერ გამოიყენება თვითიდენტიფიკატორ მამაკაცებშიც, რომლებიც არ განასახიერებენ ჰეგემონურ მამაკაცობას.[3] მას ხანდახან იყენებენ მანოსფერიანელები , როგორც დამამცირებელი ტერმინი და უწოდებენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც არიან ფემინისტები ან მათთვის, რომლებიც იქცევიან როგორც "white knight".[19] ზოგიერთი მანოსფერული ჯგუფის წევრი ბეტას უწოდებს სხვა მანოსფერულ ჯგუფებს. მაგალითად, ორგანიზაციის Men going their own way(MGTOW) წევრები მას დასამცირებლად უწოდებენ ინგლ. incels.[2] Pickup Artists-ის ჯგუფი კი მას უწოდებს მამაკაცებს , რომლებსაც არ გააჩნიათ სედუქცია. ზოგადად კაცებს, რომლებიც არიან ალფა მამრები დიდი ყურადღება აქვთ ქალებისგან, რადგან ქალებს იზიდავს ისინი, ხოლო ბეტა მამაკაცებს არ გააჩნიათ ყურადღება ქალებისგან, ისინი მათგან განიცდიან სრულ იგნორს.[20][18][21] ტერმინ ბეტას სინონიმებიც აქვს მაგალითად: ინგლ. "nice guy, cuck, simp და soy boy."[20][22][23][24][25]

ალფა ფაქსი ბეტა ფაქსი

რედაქტირება

მანოსფეროში ტერმინი ალფა ფაქსი, ბეტა ფაქსი გულისხმობს ჰიპერგამიის ან „დაქორწინების“ სექსუალურ სტრატეგიას ქალებში, რომლითაც ისინი უპირატესობას ანიჭებენ ალფა მამრებს და აქვთ სექსუალური კავშირი მათთან. მაგრამ ასევე არიან ნაკლებად მიმზიდველ ბეტა მამაკაცებთან, მაგრამ მხოლოდ ფინანსური მიზეზების გამო,[26][27] მაგრამ ამ დროს ასევე კავშირი აქვთ ალფა მამრებთან.[18][21] ჯინგი ამ რწმენას განმარტავს, როგორც დასავლური სამყაროს ახალგაზრდა კაცების მცდელობა, გაუმკლავდნენ თავიანთ შეზღუდული ეკონომიკას 2007-2008 წლების ფინანსური კრიზისის შემდეგ, პოსტფემინისტურ კულტურაში პოპულარულ ოქროს მაძიებელ ქალებზე გენდერული ესენციალისტური ცნებების მიმართვით.

ბეტა ორბიტერი

რედაქტირება

ბეტა ორბიტერი არის მამაკაცი, რომელიც ხარჯავს დროსა და ძალისხმევას ქალებთან ურთიერთობისთვის, იმ იმედით, რომ საბოლოოდ მასთან რომანტიკული ურთიერთობით დაკავდება. ტერმინმა მედიის ყურადღება 2019 წელს, ბიანკა დევინსის მკვლელობით დაიმსახურა. კაცმა მოკლა 17 წლის ბიანკა დევინსი და გამოაქვეყნა მისი სხეულის სურათები სათაურით: ბოდიში, თქვენ მოგიწევთ სხვა ვიღაცის პოვნა ორბიტაზე."[28][29]

ბეტა აჯანყება

რედაქტირება

ტერმინი ბეტა აჯანყება ან ინსელის აჯანყება ძირითადად გამოიყენებოდა ინცელებში, რათა გამოეხატა ინკელების აჯანყება, რომლებიც არიან ქალებისთვის შეუმჩნეველნი.[30] ის ასევე ზოგჯერ გამოიყენება მოძრაობის აღსაწერად, რათა დაამხოს ის, რასაც ისინი თვლიან მათთვის საწინააღმდეგოდ, მაგალითად ფემინისტური ფენა. 2018 წლის ავტომობილით შეტევა ტორონტოში, კანადაში, სავარაუდოდ ჩადენილი იყო მამაკაცის მიერ, რომელმაც თავის ფეისბუქის გვერდზე, თავდასხმის წინ გამოაქვეყნა, რომ „ინკელის დაჯანყება უკვე დაიწყო“.[31] მედია საშუალებებმა გამოიყენეს ტერმინი ბეტა აჯანყება, რათა აღენიშნათ მანოსფერული თემის წევრების მიერ ჩადენილი ძალადობის აქტები, განსაკუთრებით კი ინკელებისა.[31][18]

სიგმა მამაკაცი

რედაქტირება

ტერმინი სიგმა მამაკაცი გამოიყენება მამრობითი სქესის აღსანიშნავად, რომელიც თანაბრად დომინანტია ალფა მამრობით, მაგრამ არის ალფა-ბეტა მამაკაცის იერარქიის მიღმა, როგორც მარტოხელა მგელი. მანოსფეროში იგი ითვლება მამრობითი სქესის უიშვიათეს სახეობად.[32]

  1. 1.0 1.1 (2018) „Donald's Dick: A Man Against the Institutions“, Politics of Meaning/Meaning of Politics: Cultural Sociology of the 2016 U.S. Presidential Election. Basingstoke: Palgrave Macmillan, გვ. 126–127. DOI:10.1111/soin.12328. ISBN 978-3-319-95944-3. 
  2. 2.0 2.1 2.2 Jones, Callum; Trott, Verity; Wright, Scott (2019). „Sluts and soyboys: MGTOW and the production of misogynistic online harassment“. New Media & Society. 22 (10): 1903–1921. doi:10.1177/1461444819887141. ISSN 1461-4448. S2CID 210530415. ციტატა: „The Manosphere is now home to several different groups, including pickup artists, the more radical 'Incels', father’s groups, Men’s Rights Activists (MRAs) and the Men Going Their Own Way (MGTOW) group and each has important differences that need to be unpacked.“
  3. 3.0 3.1 Nicholas, Lucy; Agius, Christine (2018) The Persistence of Global Masculinism: Discourse, Gender and Neo-Colonial Re-Articulations of Violence. Cham, Switzerland: Palgrave Macmillan. DOI:10.1007/978-3-319-68360-7. ISBN 978-3-319-68359-1. 
  4. Clark-Flory, Tracy. (July 1, 2014) In praise of the 'beta male'.
  5. Gese, Eric M.; Ruff, Robert L.; Crabtree, Robert L. (1996). „Foraging ecology of coyotes (Canis latrans): the influence of extrinsic factors and a dominance hierarchy“. Canadian Journal of Zoology. 74 (5): 769–783. doi:10.1139/z96-089. ISSN 0008-4301.
  6. Davies, N. B. (1984). „Cooperation and conflict among dunnocks, Prunella modularis, in a variable mating system“. Animal Behaviour. 33 (2): 628–648. doi:10.1016/S0003-3472(85)80087-7. S2CID 53180333.
  7. Singal, Jesse. (May 18, 2016) How America Became Infatuated With a Cartoonish Idea of 'Alpha Males'.
  8. de Waal, Frans. (2017) The Surprising Science of Alpha Males. ციტირების თარიღი: May 18, 2021
  9. 9.0 9.1 Kaufman, Scott Barry (December 10, 2015). „The Myth of the Alpha Male“. Greater Good Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 17, 2021.
  10. Steadman, Ian (June 4, 2014). „The sexist pseudoscience of pick-up artists: the dangers of 'alpha male' thinking“. New Statesman. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 15, 2019. ციტირების თარიღი: May 18, 2021.
  11. 11.0 11.1 Burnett, Dean. (October 10, 2016) Do alpha males even exist?. ციტირების თარიღი: May 18, 2021
  12. 12.0 12.1 Hosie, Rachel. (May 9, 2017) The Myth of the Alpha Male. ციტირების თარიღი: May 18, 2021
  13. Hodapp, Christa (2017). Men's Rights, Gender, and Social Media. Lanham, Md.: Lexington Books, გვ. xv. ISBN 978-1-49-852617-3. „The manosphere is a group of loosely associated websites, blogs, and forums all concerned with masculinity and men's issues, and includes input from the MRM, pick-up artists, anti-feminists, and fathers' rights activists.“ 
  14. Lumsden, Karen (2019). „'I Want to Kill You in Front of Your Children' Is Not a Threat. It's an Expression of a Desire': Discourses of Online Abuse, Trolling, and Violence on r/MensRights“, Online Othering: Exploring Digital Violence and Discrimination on the Web. Cham, Switzerland: Palgrave Macmillan, გვ. 91–115. DOI:10.1007/978-3-030-12633-9_4. ISBN 978-3-03-012632-2. 
  15. Jane, Emma A. (2017). „Systemic misogyny exposed: Translating Rapeglish from the Manosphere with a Random Rape Threat Generator“. International Journal of Cultural Studies. 21 (6): 661–680. doi:10.1177/1367877917734042. ISSN 1367-8779. S2CID 149078033. ციტატა: „Despite some conflicting agendas and tribalism, [manosphere] groups are united by an antagonism towards women, a vehement opposition to feminism, and the production of hyperbolic misogynist discourse ...“
  16. Marwick, Alice; Lewis, Rebecca. Media Manipulation and Disinformation Online. Data & Society Research Institute (May 15, 2017). ციტატა: „The 'manosphere' is a loose collection of blogs and forums devoted to men’s rights, sexual strategy, and misogyny.“ ციტირების თარიღი: June 13, 2020
  17. [13][2][14][15][16]
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 Ging, Debbie (2019). „Alphas, Betas, and Incels: Theorizing the Masculinities of the Manosphere“. Men and Masculinities. 22 (4): 638–657. doi:10.1177/1097184x17706401. ISSN 1097-184X. S2CID 149239953.
  19. Mendes, Kaitlynn; Ringrose, Jessica; Keller, Jessalynn (2019) Digital Feminist Activism: Girls and Women Fight Back Against Rape Culture. New York, NY: Oxford University Press. ISBN 978-0-19-069785-3. OCLC 1050133589. 
  20. 20.0 20.1 Nagle, Angela (2017). Kill All Normies: Online Culture Wars From 4Chan And Tumblr To Trump And The Alt-Right. Alresford, UK: Zero Books. ISBN 978-1-78535-543-1. 
  21. 21.0 21.1 Van Valkenburgh, Shawn P. (December 4, 2018). „Digesting the Red Pill: Masculinity and Neoliberalism in the Manosphere“. Men and Masculinities. 24: 84–103. doi:10.1177/1097184X18816118. ISSN 1097-184X.
  22. Ward, Anna Maria. (April 1, 2020) Here's why people are calling each other 'simps' online. ციტირების თარიღი: June 13, 2020
  23. Hosie, Rachel. (October 30, 2017) This is the far right's new favourite insult. ციტირების თარიღი: July 27, 2020
  24. Gambert, Iselin; Linné, Tobias (2018). „From Rice Eaters to Soy Boys: Race, Gender, and Tropes of 'Plant Food Masculinity'. Animal Studies Journal. 7 (2): 120–179. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-27. ციტირების თარიღი: 2020-07-27.
  25. Henderson, Alex. (November 15, 2018) Inside the "soy boy" conspiracy theory: It combines misogyny and the warped world of pseudosciece. ციტირების თარიღი: July 27, 2020
  26. Ging, Debbie (2019) „Bros v. Hos: Postfeminism, Anti-feminism and the Toxic Turn in Digital Gender Politics“, Gender Hate Online: Understanding the New Anti-Feminism. Springer International Publishing, გვ. 57. DOI:10.1007/978-3-319-96226-9_3. ISBN 978-3-319-96226-9. 
  27. Clark-Flory, Tracy. (July 2, 2014) 'Feminism is a sexual strategy': Inside the angry online men's rights group 'Red Pill'. ციტირების თარიღი: June 13, 2020
  28. Minutaglio, Rose. (July 15, 2019) A Teen Instagrammer Was Brutally Murdered. Then, the Killer Shared Photos of Her Body Online.. ციტირების თარიღი: June 13, 2020
  29. Dickson, E. J. (December 17, 2019). „The Short Life and Viral Death of Bianca Devins“. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 18, 2020. ციტირების თარიღი: June 13, 2020.
  30. Dewey, Caitlin. (October 7, 2015) Incels, 4chan and the Beta Uprising: making sense of one of the Internet's most-reviled subcultures. ციტირების თარიღი: June 13, 2020
  31. 31.0 31.1 Chokshi, Niraj (April 24, 2018). „What Is an Incel? A Term Used by the Toronto Van Attack Suspect, Explained“. The New York Times. ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 25, 2018. ციტირების თარიღი: June 13, 2020.
  32. Bharti, article:Bianca (February 3, 2021). „What is a sigma male — the so-called rarest man?“. National Post. ციტირების თარიღი: December 19, 2021.