ალუვიონი
(გადამისამართდა გვერდიდან ალუვიური დანალექები)
ალუვიონი, ალუვიური ნალექი (ლათ. alluvio — ნარიყი, ნაყარი) — მდინარეული ნალექი. შედგება გამოფიტვით და უშუალოდ მდინარეული წყლის მოქმედებით დაშლილი ქანების სახვადასხვაგვარად დამუშავებული და დახარისხებული მასალისაგან, რომელიც გრანულომეტრიული შედგენილობით შეიძლება იყოს კაჭარი, რიყის ქვა, ხვინჭკა, ქვიშა, თიხნარი და თიხა. მდინარეების ჭალა და ტერასები უმეტესად ამ ნალექებითაა აგებული.
ალუვიონისთვის დამახასიათებელია ირიბი შრეობრივობა. ძველ დანალექ წყებებში იგი, ჩვეულებრივ, შეცემენტებულია და წარმოდგენილია მკვრივი ნამსხვრები ქანებით (კონგლომერატებით, ქვიშაქვებით და სხვა).
ალუვიონი ზოგჯერ ძვირფას მინერალთა (პლატინა, ოქრო და სხვა) ქვიშრობია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 337.