ალტას კლდის მხატვრობა
ალტას კლდის მხატვრობა დაბა ალტასთან მდებარე კლდეზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად გახდა ცნობილი. ალტა ფინმარკის მხარეში, ნორვეგიის ჩრდილოეთით მდებარეობს. 1972 წელს პირველი ნახატის, უფრო სწორად კი, პირველი პეტროგლიფის აღმოჩენის შემდეგ, 5000-ზე მეტი ნიმუშია ნაპოვნი. ალტადან 4 კილომეტრში, Jiepmaluokta-სთან 3000 პერსონალუირი ამონაკვეთია დათვლილი, ამიტომ, ეს ადგილი ღია მუზეუმად არის გამოცხადებული. ალტას მხატვრობის ნიმუშები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 1985 წელს შეიტანა.
ალტას კლდის მხატვრობა* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ნორვეგია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 69°56′49″ ჩ. გ. 23°11′16″ ა. გ. / 69.94694° ჩ. გ. 23.18778° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1985 (მე-9 სესია) |
ნომერი | 352 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 352 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ამ მიდამოებში პირველი ნახატების გაჩენა ძვ. წელთ აღ-ით 4200 წლით თარიღდება. უახლესი პეტროგლიფები კი ქრისტეშობამდე 500 წელს არის შექმნილი, თუმცა, ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ამ ნიმეშების შექმნა ჩვენი წელთა აღ-ით კიდევ ხუთი საუკუნე გაგრძელდა. სურათ-ხატების დიდი ნაწილი მათ შემქმნელთა ნადირობა-შემგროვებლობის სცენებს ასახავს, სადაც ნათლად იიკვეთება ქურუმების არსებობა და რელიგიური რიტუალების გამართვის იმდროინდელი ფორმები. დახატულ ცხოველთა შორის, დათვი ლიდერობს.
ზოგიერთი მკვლევარის ვარაუდით, ალტას კლდის მხატვრობა საამებს, ანუ თანამედროვე ლაპლანდიელებს ეკუთვნის.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებაგალერეა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ალტას მუზეუმის საიტი დაარქივებული 2008-10-14 საიტზე Wayback Machine.
- Norway State of Environment webpage about the carvings დაარქივებული 2006-02-13 საიტზე Wayback Machine.
- Norway before the Vikingsდაარქივებული 2012-02-04 საიტზე Wayback Machine. - Research paper detailing Norway's early history.