ალპური ასტრა
ალპური ასტრა (ლათ. Aster alpinus) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო მარტოულია, კენწრული კალათით. ფესვთანური და ღეროსეული ფოთლები ნიჩბისებურია, ბლაგვი და კიდემთლიანი.ზედა ფოთლები მჯდომარეა. კალათა 3-5 სმ-მდე დიამეტრისაა. საბურველი ნახევრად სფეროსებურია. მილის მსგავსი ყვავილები ყვითელია, განაპირა ყვავილები – მოლურჯო-იისფერი. იზრდება სუბალპურ და ალპურ სარტყლებში – კლდოვან, ბალახოვან ბიოტოპებზე. გავრცელებულია საქართველოს ყველა მაღალმთიან რეგიონში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპას, ახლო აღმოსავლეთს და შუა აზიას.
ალპური ასტრა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Aster alpinus L. | ||||||||||||||
|
გალერეა
რედაქტირება-
ყვავილი
-
ფოთლები
-
თესლები
-
ილუსტრაცია
ლიტერატურა
რედაქტირება- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 218.