ალოტის მესამე ეკლესია
ალოტის მესამე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალოტში 3,5 კილომეტრზე მდინარე თეთრხევის სათავესთან, თხილიანის გორის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტყიან თხემზე. განხეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. წყობაში ზოგან შირიმის გათლილი ქვაა ჩართული. შენობის კამარა და ჩრდილოეთ კედელი მთლიანად დანგრეულია. დაზიანებულია სხვა ნაწილებიც. სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში გარედან თაღოვანი, ხოლო შიგნით არქიტრავით დასრულებული შესასვლელია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი, რომლის ჩრდილოეთით პატარა სწორკუთხა ნიშა. სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. აფსიდი გადახურულია კონქით, რომლის თაღი ნახევარწრიულია. ეკლესიას სამხრეთით მინაშენი ჰქონია, მისგან ამჟამად კვალიღაა შემორჩენილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბაქრაძე ზ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 21.