ალოის დრიაკი (ჩეხ. Alois Dryák; დ. 24 თებერვალი, 1872, ოლსენი, კლადნოს მახლობლად[1] — გ. 6 ივნისი, 1932, პრაღა) — ჩეხი არქიტექტორი და პედაგოგი.

ალოის დრიაკი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 24 თებერვალი, 1872
დაბ. ადგილი Olšany
გარდ. თარიღი 6 ივნისი, 1932 (60 წლის)
გარდ. ადგილი პრაღა
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი
ეროვნება ჩეხი
მოქალაქეობა ჩეხოსლოვაკია
მიმართულება არტ-ნუვო, კუბიზმი,

ბიოგრაფია

რედაქტირება

სწავლობდა პჩერის მუნიციპალურ სკოლაში. 1886-1889 წლებში სწავლობდა პრაღაში გამოყენებითი ხელოვნების სკოლაში, სადაც ბედრიჩ ბენდელმაიერთან ერთად იყო პროფესორ ფრიდრიხ ოჰმანის ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი, სპეციალობით დეკორატიულ არქიტექტურაში. მასთან ერთად გადავიდა ვენის აკადემიაშიც.

მუშაობდა მასწავლებლად, ჯერ ასისტენტად საშუალო პროფესიულ სასწავლებლებში, 1923 წლიდან ასწავლიდა პრაღის ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის აკადემიაში.

ის აქტიურად იყო დაინტერესებული საზოგადოებრივი საქმიანობით. 1896 წელს მონაწილეობა მიიღო პრაღის ძველი ქალაქის დანგრევის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში, ე. წ. Bestia Triumphans. ლეტენსკას დაბლობზე ის ყოველ მეოთხე წელს აწყობდა ხის კონსტრუქციებით სტადიონების არქიტექტურას. პირველი სტუდია ჰქონდა საერთო, ბენდლმაიერთან ერთად.

პრაღაში დრიაკი ცხოვრობდა ლეტნაში, სადაც დააარსა საკუთარი სტუდია. 1912 წელს დაქორწინდა და თორმეტი წლის შემდეგ გადავიდა საკუთარ ვილაში ორეჩოვცეში, ზაპადნის ქუჩა №489-ში.[2]

პროექტები

რედაქტირება

ალოის დრიაკის შექმნილია სხვადასხვა ობიექტების პროექტები. მათ შორისაა: ინდუსტრიული სასახლის ეზოს გაფორმება არქიტექტურისა და ინჟინერიის გამოფენაზე (1898), არტ-ნუვოს პირველი ნიმუში პრაღაში; სასტუმრო „ცენტრალი“ პრაღაში ჰიბერნსკის ქუჩაზე (1898-1901); საოჯახო ვილა (მიულერის ვილა, 1900); სასტუმრო „გარნი“ (მოგვიანებით სასტუმრო მერანი) პრაღაში (1903); ერცჰერცოგ სტეფანის სასტუმრო (ახლანდელი სასტუმრო „ევროპა“) პრაღაში (1905); გიმნაზია კლადნოში (1905); რეალური გიმნაზია ჩესკა-ტრშებოვაში (1909); ვისკოჩილის ვილა ჩესკა-ტრშებოვაში. დრიაკს ეკუთვნის პრაღაში პროფკავშირების სახლის (1920-1922) და რადიოს სასახლის (1922-1924) პროექტებიც (კუბიზმის გავლენა). ფუნქციონალიზმის გავლენით აქვს შექმნილი საკუთარი ვილა პრაღა-სტრეშოვიცეში (1923-1924) — დეკორატიულობის ელემენტებით, დიდი სტრაგოვის სტადიონი (1926), ორბისის სტამბა პრაღაში ვინოჰრადიში (1927-1933), გიმნაზია პრაღაში (1927-1933), მასარიკის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის შენობა ბრნოში (1928-1932).

ალოის დრიაკი არის პრაღის ორი ყველაზე ცნობილი ძეგლის არქიტექტურული დიზაინის ავტორი: წმინდა ვაცლავის და ფრანტიშეკ პალაცკის ძეგლების.

წმ. ვაცლავის ძეგლი

რედაქტირება

ვაცლავის მოედანზე, ეროვნული მუზეუმის შესასვლელთან, 1678–1878 წლებში იდგა წმ. ვაცლავის ქანდაკება (ჩეხი სკულპტორის — იოზეფ მილსბეკის). 1879 წელს მოხდა მისი გადატანა ვიშეგრადში. ეროვნული მუზეუმის მშენებლობასთან დაკავშირებით, არქიტექტორმა იოზეფ შულცმა ხელმძღვანელობას შესთავაზა ფრონტის ინტეგრირება. მუზეუმის შესასვლელთან ამ წმინდანის ახალი ძეგლის დადგმის საჭიროება შეიქმნა. 1894 წელს გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლოთ მხოლოდ ჩეხ მოქანდაკეებს. ძეგლზე მუშაობა 30 წელზე მეტი გრძელდებოდა. მისი პირველი არქიტექტურული პროექტის ფორმა შეიმუშავა ფრიდრიხ ოჰმანმა. 1904 წელს, ოჰმანის ვენაში წასვლის შემდეგ, ეს მისია მისმა მოსწავლემ — ალოის დრიაკმა აიღო. ძეგლის ფორმა თანდათან განვითარდა. შეიცვალა ძეგლის დაგეგმილი ადგილმდებარეობაც. შემოთავაზებული იყო განთავსება ვაცლავის სკვერის ქვედა ნაწილში, მდებარეობა მარიანსკას ქუჩის (დღეს ოპლეტალოვას ქუჩა) კვეთასთან. გარდა ამისა, შემოთავაზებული იყო განთავსება ეროვნული მუზეუმის გვერდით. ძეგლი 1912 წელს დაიდგა თავის ადგილზე, თავიდან სამი წმინდანის ფიგურით გარშემო და გაიხსნა 1918 წლის 28 ოქტომბერს. მეოთხე წმინდანის ფიგურა გაკეთდა 1924 წელს და გახსნა გაიმართა 1935 წელს.

ფრანტიშეკ პალაცკის ძეგლი

რედაქტირება

პრაღის საბჭომ ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ფრანტიშეკ პალაცკის (1798-1876) ძეგლის დადგმაზე ფიქრი მისი გარდაცვალებისთანავე დაიწყო (1876). კონკურსი გამოცხადდა 1897 წელს. ამ კონკურსში მონაწილეობის უფლება მხოლოდ ჩეხ მოქანდაკეებს მიეცათ. შევიდა 14 წინადადება. ფინალში გავიდა მოქანდაკე ლადისლავ შალოუნის წინადადება და არქიტექტორი ალოის დრიაკი და მოქანდაკე სტანისლავ სუხარდას დიზაინი და არქიტექტორი ალოის დრიაკი. ძეგლს საფუძველი ჩაეყარა 1898 წელს, ფრანტიშეკ პალაცკის დაბადებიდან ასი წლისთავის აღსანიშნავად. 1901 წელს გამარჯვებულ პროექტად დასახელდა სუხარდა-დრიაკის ძეგლი. მის ადგილმდებარეობის შესახებ კამათი იყო, რადგან ძეგლის განთავსება ვერ მოხერხდა ხიდის ღერძის გამო. თავად სუშარდამ შესთავაზა ძეგლის დადგმა დღევანდელი მანესის ხიდის მოპირდაპირედ. მშენებლობა დაიწყო 1909 წელს. დასრულდა გრანიტის ცოკოლი ბეტონის კონსტრუქციაზე 1910 წელს. მომდევნო წელს დამონტაჟდა ქანდაკებები (პალაცკის ქვის ქანდაკება და ალეგორიული ჯგუფების ბრინჯაოს ქანდაკებები). სკულპტურების შექმნაში ასევე მონაწილეობდა მოქანდაკე იოზეფ მარატკა. ძეგლი გაიხსნა 1912 წლის 1 ივლისს. ძეგლი გერმანიის ოკუპაციის დროს დაარბიეს და აღდგენილია 1947-1950 წლებში.

ალოის დრიაკის დაპროექტებული შენობების გალერეა

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ŠVÁCHA, Rostislav. Od moderny k funkcionalismu. 2. vyd. Praha: Victoria Publishing, 1995. ISBN 80-85605-84-8.
  • Architekt Alois Dryák, Praha: František Topič, 1927
  • VILINSKIJ, Valerij Sergejevič. Pražský adresář 1937-1938. I. - III. díl. Praha: Státní tiskárna, 1937. 28, 1685, 83 s. Dostupné online. S. 202.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება