მარია დე ლა ალმუდენა გრანდეს ერნანდესი (დ. 7 მაისი, 1960 - გ. 27 ნოემბერი, 2021) — ესპანელი მწერალი, 14 რომანისა და სამი მოთხრობის კრებულის ავტორი. მისი ნამუშევრები ითარგმნა ოც ენაზე და ადაპტირებულია ფილმებისთვის. მან მოიპოვა ლიტერატურის ეროვნული პრემია თხრობისთვის და პრიზი სხვა წარჩინებებთან ერთად. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მას „ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მწერალი“ უწოდა. [17]

ალმუდენა გრანდესი
ესპ. Almudena Grandes
დაბადების თარიღი 7 მაისი, 1960(1960-05-07)[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი მადრიდი[1] [5] [6] [4]
გარდაცვალების თარიღი 27 ნოემბერი, 2021(2021-11-27)[7] [8] (61 წლის)
გარდაცვალების ადგილი მადრიდი[9]
დასაფლავებულია Civil Cemetery, Madrid
საქმიანობა მწერალი, სცენარისტი, ჟურნალისტი, რომანისტი[4] და ნოველისტი
მოქალაქეობა  ესპანეთი[4]
ალმა-მატერი მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტი[1]
ჟანრი narration, erotic novel და chronicle
Magnum opus Las edades de Lulú, The Frozen Heart, Q6139461?, Atlas de geografía humana, Q5990550?, Gli anni difficili და Q28065416?
ჯილდოები Premio La Sonrisa Vertical[10] , Calamo Awards, Q1324030?, Sor Juana Inés de la Cruz Prize, National Novel Prize[11] , Prix Méditerranée[12] , Jean Monnet Prize[13] , Gold Medal of Merit in the Fine Arts[14] , მადრიდის საყვარელი შვილი[15] , honorary doctorate of the University of Cadiz[16] , Q130553017? და Q130852616?
მეუღლე Luis García Montero
ხელმოწერა
საიტი almudenagrandes.com

ბიოგრაფია

რედაქტირება

ალმუდენა გრანდესი დაიბადა 1960 წლის 7 მაისს ესპანეთში, მადრიდის ჩამარტინში . [18] მან წერა 9 წლის ასაკში დაიწყო და მიიღო გეოგრაფიისა და ისტორიის ხარისხი მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტში. [19] სწავლის შემდეგ დაიწყო ენციკლოპედიებისთვის ტექსტების წერა. [18] მიღებული გამოცდილების საფუძველზე მან გამოაქვეყნა თავისი პირველი რომანი Las edades de Lulú 1989 წელს, ეროტიული რომანი, რომელმაც მიაღწია დიდ წარმატებას და მოიპოვა პრემია. ითარგმნა ოც ენაზე. რეჟისორმა ბიგას ლუნამ რომანზე დაყრდნობით გადაიღო ფილმი ხავიერ ბარდემის მონაწილეობით. ემილი ლ. ბერგმანის თქმით, რომანი „წარმოადგენს გარღვევას ეროტიკის კუთხით ქალთა მწერლობაში“. გაიყიდა 1,5 მილიონზე მეტი ეგზემპლარი მთელ მსოფლიოში. [20]

მისი მეორე რომანი Te llamaré Viernes გამოქვეყნდა 1991 წელს და 1996 წელს ადაპტირებული იქნა კინოთეატრისთვის.

მოგვიანებით მან გამოაქვეყნა Atlas de geografía humana 1998 წელს, რომელიც გადაკეთდა ფილმად. 2010 წელს გამოაქვეყნა რომანი Inés y la alegría. [21] ეს რომანი მოგვითხრობს ანტიფრანკოისტური წინააღმდეგობის ეპიზოდებს. Los pacientes del doktor García გამოქვეყნდა 2017 წელს, შედეგად ავტორმა მიიღო ლიტერატურის ეროვნული პრემია თხრობის დარგში . [22] მისი ბოლო დასრულებული რომანი, La Madre de Frankenstein, გამოიცა 2020 წელს [19] მასში განიხილავდა ავრორა როდრიგეს კარბალეირას ცხოვრებას. ქალი ცხოვრობდა მე-20 საუკუნის ესპანეთში, რომელმაც ესროლა საკუთარ ქალიშვილს, იქამდე ვიდრე მასზე კონტროლს დაკარგავდა. [18]

 
გრანდესი ლონდონში, 2012 წელი

გრანდესის ლიტერატურულ შემოქმედებაზე გავლენა მოახდინეს მე-19 საუკუნის ესპანელმა მწერლებმა ემილია პარდო ბაზანმა და ბენიტო პერეს გალდოსმა. მის წიგნებში საუბარია მე-20 საუკუნის ბოლო მეოთხედსა და 21-ე საუკუნის პირველ წლებში ესპანელ ხალხზე, რეალიზმისა და ფსიქოლოგიური ინტროსპექციის სტილში.

როდესაც ის ბავშვი იყო, ბაბუამ აჩუქა ჰომეროსის ოდისეა და ჩათვალა, რომ დონ კიხოტთან ერთად, ეს ორი ნაწარმოები იყო გავლენის მთავარი წყარო. განსაკუთრებით საინტერესო იყვნენ გადარჩენილი არქეტიპები, რომლებიც ერთგვარად არღვევდნენ მათ ირგვლივ არსებულ გარემოებებს გმირებისა და ანტიგმირებისგან განსხვავებით. [23]

გრანდესი პოლიტიკურად მემარცხენე იყო და მისი ნამუშევარი ტრიალებს ფრანსისკო ფრანკოს რეჟიმისა და დემოკრატიაზე მისი გავლენის შესახებ.

აქტივიზმი

რედაქტირება
 
ალმუდენა გრანდესი მადრიდის მაშინდელ მერთან მანუელა კარმენასთან, 2018 წ.

გრანდესი იყო მემარცხენე. [17] ამბობდა, რომ სწორედ კითხვამ მიიყვანა იგი ამ პოლიტიკამდე. რამდენჯერმე მან ხმა მისცა მემარცხენეთა გაერთიანებულ პარტიას. ის იყო გაზეთ El País- ის რეგულარული მიმომხილველი და თანამონაწილე რადიო გადაცემებში. ის ასევე თავს ანტიკლერიკოსად და რესპუბლიკელად თვლიდა.

2007 წლის აპრილში გრანდესი იყო მანიფესტის ერთ-ერთი ხელმომწერი, რომელშიც ინტელექტუალთა ჯგუფმა მიუღებლად მიიჩნია ტერორისტული აქტების ჩადენა; გარდა ამისა, მადრიდის აეროპორტზე ეტა- ს თავდასხმის შემდეგ დემონსტრაციის დროს მან წაიკითხა განცხადება „მშვიდობის, სიცოცხლის, თავისუფლებისთვის და ტერორიზმის წინააღმდეგ“. ეს თავდასხმა, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა, გახდა ცეცხლის შეწყვეტის დასასრული, რომლის დროსაც ეტა აწარმოებდა მოლაპარაკებებს ხოსე ლუის როდრიგეს საპატეროს მთავრობასთან. [24] გრანდესმა ასევე გამოთქვა თავისი მოსაზრება ესპანური საზოგადოების შესახებ, რომელიც, მისი თქმით, გახდა სულელი და ვულგარული, [25] და დაბნეული იყო კონსუმერიზმის, მატერიალიზმისა და ტანჯვისადმი გულგრილობის გამო. [25] ის წერდა 2008 წლის ესპანურ კრიზისზე და ამტკიცებდა, რომ თავმდაბლობა იყო ერთადერთი გზა მისგან თავის დასაღწევად. [25]

გრანდესმა მკაცრად გააკრიტიკა მემარჯვენე პარტიები და პოლიტიკოსები, ასევე მემარცხენეები, განსაკუთრებით კატალონიაში არსებული საკონსტიტუციო კრიზისის დროს. იგი ასევე ჩართული იყო ფემინისტურ მოძრაობაში და ესწრებოდა ფემინისტურ დემონსტრაციებსა და საპროტესტო აქციებს. [26]

ის ასევე იყო დაუღალავი სოციალური აქტივისტი. 1998 წელს ის იყო Izquierda Abierta- ს წევრი და მხარი დაუჭირა რამონა მანეიროს თვითდანაშაულებას. მანეირო ეხმარებოდა თავის პარტნიორს რამონ სამპედროს ევთანაზიაში.

პირადი ცხოვრება და გარდაცვალება

რედაქტირება

გრანდესი 1994 წელს დაქორწინდა პოეტ ლუის გარსია მონტეროზე, რომელთანაც ერთი ქალიშვილი შეეძინა. წინა ქორწინებიდან მას ერთი ვაჟი ჰყავდა. ალმუდენა იყო მადრიდის ატლეტიკოს ფანი. 2021 წლის ოქტომბერში გრანდესმა გამოაცხადა, რომ მას სიმსივნე აწუხებდა, რომლის დიაგნოზიც წინა წელს დაუსვეს. იგი გარდაიცვალა 2021 წლის 27 ნოემბერს, 61 წლის ასაკში

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #119320894 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. filmportal.de — 2005.
  3. FemBio database
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Invitados de FILSA 2017: InternacionalesCámara Chilena del Libro.
  5. http://www.literaturfestival.com/participants/authors/2002/almudena-grandes?set_language=en
  6. ftp://ftp.atticus-group.ru/DOLGI/F-OT-7436_Grandes-Lulu/GRANDES%20The%20Ages%20of%20Lulu.pdf
  7. https://www.abc.es/cultura/libros/abci-muere-escritora-almudena-grandes-202111271746_noticia.html
  8. Muere la escritora Almudena Grandes a los 61 añosRTVE, 2021.
  9. https://www.bbc.com/mundo/noticias-59434841
  10. https://www.elmundo.com/portal/cultura/cultural/almudena_grandes__defensora_de_la_memoria.php#.YaLKnC0zlQI
  11. https://www.cervantes.es/bibliotecas_documentacion_espanol/creadores/grandes_almudena_2.htm
  12. https://elcultural.com/Almudena-Grandes
  13. https://www.sudouest.fr/charente/angouleme/cognac-le-prix-jean-monnet-attribue-a-l-espagnole-almudena-grandes-1856162.php
  14. https://elpais.com/cultura/2021-11-30/almudena-grandes-medalla-de-oro-al-merito-en-las-bellas-artes-a-titulo-postumo.html
  15. https://www.publico.es/sociedad/almudena-grandes-nombrada-hija-predilecta-madrid-titulo-postumo.html
  16. https://www.lavozdelsur.es/cultura/arbol-almudena-grandes-en-bosque-honoris-universidad-cadiz_280335_102.html
  17. 17.0 17.1 Acclaimed Spanish writer Almudena Grandes dies en-US (27 November 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ნოემბერი 2021. ციტირების თარიღი: 28 November 2021
  18. 18.0 18.1 18.2 „Muere la escritora española Almudena Grandes a los 61 años“. BBC News Mundo (ესპანური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 November 2021. ციტირების თარიღი: 28 November 2021.
  19. 19.0 19.1 „Muere la escritora española Almudena Grandes a los 61 años“. BBC. 27 November 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 November 2021. ციტირების თარიღი: 27 November 2021.
  20. “Phoenix reissues Lulu.” Bookseller. 29 July 2005, Issue 5189, p13. Via EBSCOHost.
  21. „Spanish Writer Almudena Grandes Dead At 61“. Barron's. 27 November 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 November 2021. ციტირების თარიღი: 27 November 2021.
  22. Almudena Grandes. Premios. ციტირების თარიღი: 28 November 2021
  23. Lenore, Víctor (27 November 2021). „La vida según Almudena Grandes: sexo, literatura y rechazo a la izquierda actual“. Vozpópuli [es]. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 November 2021. ციტირების თარიღი: 27 November 2021.
  24. „Eta claims Madrid airport attack“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 May 2016. ციტირების თარიღი: 10 May 2016.
  25. 25.0 25.1 25.2 შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
  26. Fernández, Mila (27 November 2021). „Adiós a Almudena Grandes, la mujer que inspiró a la izquierda y fue azote de la derecha“. Huffington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 November 2021. ციტირების თარიღი: 27 November 2021.