ალმატის წმინდა ბარბარეს ეკლესია
ალმატის წმინდა ბარბარეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (5,5x3,4 მ), უაფსიდო, ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით და აგურით, დაზიანებულია, ჩაქცეულია კამარა. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთ კედლის შუაში თარაზულად თარაზულად გადახურული სარკმელია გაჭრილი, რომლის ჩრდილოეთით ღრმა სწორკუთხა ნიშაა, ხოლო ქვემოთ, კედელზე, კუბური ტრაპეზიაა მიშენებული. აღმოსავლეთ სარკმლის გარდა, ერთი მსგავსი სარკმელი სამხრეთ კედელშიცაა. მის მოპირდაპირედ კი სწორკუთხა ნიშაა მოწყობილი, შენობა გადახურულია კრამიტით, დაბურული ხის სახურავით. ეკლესია განიერი კედლებით შემოფარგლული, სწორკუთხა მოხაზულობის (10,4x8,1 მ), პატარა ეზოს ჩრდოლო-აღმოსავლეთის კუთხეში, ეზოს შესასვლელი დასავლეთ კედლის სამხრეთ კიდეში ჰქონია.
ლიტერატურა
რედაქტირება- აბაშიძე მ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 352-353.