ალიყული გამგიუსარი

ალიყული გამგიუსარი (ნამდვილი სახელი — ალიყული ნაჯაფოვი; აზერ. Əliqulu Məşədi Ələkbər oğlu Nəcəfov (Əliqulu Qəmküsar); დ. 24 მაისი, 1880, ნახიჩევანი, ნახიჩევანის რაიონი14 მარტი, 1919, ტფილისი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა) — აზერბაიჯანელი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი.

ალიყული გამგიუსარი
აზერ. Əliqulu Qəmküsar
სრული სახელი ალიყული მაშადი ოღლუ ნაჯაფოვი აზერ. Əliqulu Məşədi Ələkbər oğlu Nəcəfov
დაბადების თარიღი 24 მაისი, 1880
დაბადების ადგილი ნახიჩევანი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 14 მარტი, 1919
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
დასაფლავებულია აზერბაიჯანელ მოღვაწეთა პანთეონი
ფსევდონიმი გამგიუსარი, ჯუვალაღი
საქმიანობა პოეტი, პუბლიცისტი
ეროვნება აზერბაიჯანელები

ბიოგრაფია

რედაქტირება

ალიყული ალეკპერ ოღლუ ნაჯაფოვი (ალიყული გამგუსარი) დაიბადა 1880 წლის 24 მაისს ნახიჩევანში.

სწავლობდა მედრესეში, სადაც ეუფლებოდა არაბულ და სპარსულ ენებს. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას მან დაიწყო თავისი პირველი ლექსების წერა. 1892 წელს ჩაირიცხა სამწლიან რუსულ სკოლაში. 1896 წელს მამის ავადმყოფობის გამო სწავლის შეწყვეტა მოუწია. გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა თავრიზსა და ხორასანში, შემდეგ ნახიჩევანსა და ჯულფაში.

ალიყული გამგიუსარი ლექსებს და სტატიებს წერდა ჟურნალ „მოლა ნასრედინში“, ასევე ბაქოში გამოცემულ გაზეთებსა და ჟურნალებში, როგორიცაა „ჰაიათი“ და „ირშადი“. 1912 წელს საცხოვრებლად გადავიდა ტფილისში და მირზა ჯალილთან ერთად მონაწილეობა მიიღო ჟურნალ „მოლა ნასრედინის“ გამოცემაში. 1916 წელს ჟურნალის გამოცემა დროებით შეჩერდა. 1917 წლიდან გამგიუსარის ლექსები და ფელეტონები იბეჭდება ტფილისში გამოცემულ აზერბაიჯანულენოვან გაზეთებში „ალ ბაირაგ“ და „გალაჯაქი“.

თავის ნაშრომებში გამგიუსარი მკვეთრად აკრიტიკებდა ბურჟუაზიულ სისტემას, ცარიზმის კოლონიურ პოლიტიკას, ებრძოდა უმეცრებას და რელიგიურ ფანატიზმს.

1919 წლის 4 მარტის საღამოს სახლში დაბრუნებისას მომკლულ იქნა მენშევიკების მიერ. დაკრძალულია თბილისის ბოტანიკურ ბაღში მდებარე აზერბაიჯანელ მოღვაწეთა პანთეონში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება