ალისფერი კვალი
ალისფერი კვალი — ბრიტანელი მწერლის, ართურ კონან დოილის 1887 წლის დეტექტიური რომანი. 1886 წელს დაწერილი ისტორია არის პირველი ადგილი, სადაც შერლოკ ჰოლმსი და ექიმი უოტსონი გამოჩნდებიან და მოიპოვებენ პოპულარობას მკითხველში. ნაწარმოების სათაური მომდინარეობს სიტყვიდან, რომელიც შერლოკმა, მოყვარულმა დეტექტივმა წარმოთქვა, თავისი მეგობრისა და ისტორიის მემატიანის, უოტსონისადმი. სიტყვა შეეხება სამუშაოს ბუნებას, რომელშიც ის აღწერს ამბავში მომხდარი მკვლელობის გამოძიებას, როგორც მის „ალისფერ კვალს“: „მკვლელის კვალი ალისფერი ძაფივით გასდევს ცხოვრების დახლართულ ქსელს, და ჩვენი ვალია მივყვეთ ამ ძაფს, აღმოვაჩინოთ იგი და გამოვამჟღავნოთ ძაფის უწვრილესი ნაწილაკები.“[1]
„ალისფერი კვალი“ | |
---|---|
A Study in Scarlet | |
წიგნის პირველი გამოცემის გარეკანი | |
ავტორი | ართურ კონან დოილი |
ქვეყანა | ინგლისი |
ენა | ინგლისური |
სერია | შერლოკ ჰოლმზი |
ჟანრი |
დეტექტივი სათავგადასავლო |
გამომცემელი | Ward Lock & Co |
გამოცემის თარიღი | 1887 წელი (წიგნის სახით-1888 წელი) |
მთარგმნელი | ელგუჯა მაღრაძე |
ქართულად გამოიცა | 1990 |
მომდევნო | ოთხთა ნიშანი |
ისტორიამ და მისმა მთავარმა გმირებმა მცირე ყურადღება მიიქციეს პირველი გამოჩენისას. მხოლოდ 11 სრული ასლი ჟურნალისა, რომელშიც ისტორია პირველად გამოჩნდა, „Beeton“-ის საახალწლო ყოველწლიური გამოცემა 1887 წლისთვის, როგორც ცნობილია, არსებობს დღესითვის და აქვს მნიშვნელოვანი ფასი[2]. იმის მიუხედავად, რომ კონან დოილმა დაწერა 56 პატარა ისტორია ჰოლმსის პერსონაჟით, „ალისფერი კვალი“ არის ერთ-ერთი ოთხი სრულმეტრაჟიანი რომანიდან. რომანს მოჰყვა „ოთხთა ნიშანი“, რომელიც გამოქვეყნდა 1890 წელს. „ალისფერი კვალი“ იყო პირველი დეტექტიური ნამუშევარი, რომელმაც გამადიდებელი შუშა საგამოძიებო იარაღად აქცია[3].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ართურ კონან დოილი, ინგლისურიდან თარგმნა: ელგუჯა მაღრაძე „ალისფერი კვალი“, “თავი IV: რა გვიამბო ჯონ რენსმა“, გამომცემლობა „საქართველო“,თბილისი, 1990
- ↑ "bestofsherlock.com, ''Beeton's Christmas Annual 1887: An Annotated Checklist and Census''". Bestofsherlock.com. Retrieved 2012-09-15.
- ↑ Sweeney, Susan Elizabeth (2003). "The Magnifying Glass: Spectacular Distance in Poe's "Man of the Crowd" and Beyond". Poe Studies/Dark Romanticism. 36 (1–2): 3.