ალია — მდინარე იტალიაში, ტიბრის მარცხენა შენაკადი, რომის ჩრდილოეთით 10 კილომეტრზე. ძვ. წ. 390 წლის 18 ივლისს მდინარესთან გაიმართა ალიის ბრძოლა. გალებმა დაამარცხეს რომალებები, რომს მიადგნენ და მხოლოდ დიდი გამოსასყიდის მიღების შემდეგ დატოვეს ქალაქი. 18 ივლისი შევიდა რომის ისტორიაშ, როგორც დიდი მარცხის და გლოვის, ალიის დღე. ამ დღეს უკავშირდება ცნობილი გამოთქვა vae victis „ვაი დამარცხებულთ!“

ლიტერატურა

რედაქტირება