ალიასთან ბრძოლა
რომაულ გალური ომების ნაწილი

პოლ ჯამინი, ბრენუსი და მისი წილი ნადავლი, 1893
თარიღი ძვ. წ. 390
მდებარეობა მდინარე ალია, რომთან
შედეგი გალთა გამარჯვება
მხარეები
რომაელები გალები
მეთაურები
კვინტუს სულპიციუსი ბრენუსი
ძალები
40 000 40 000-ზე მეტი
ალიის ბრძოლა ვიკისაწყობში

ალიას მდინარესთან ბრძოლარომაელებსა და გალებს შორის მომხდარი პირველი ბრძოლა. იგი დასრულდა რომაელთა სასტიკი დამარცხებით.

წინარეისტორია

რედაქტირება

გალები საუკუნის დასაწყისში გადმოსახლდნენ აპენინების ნახევარკუნძულზე. ეტრუსკებთან ომისას მოხდა მათი პირველი შეხება რომაელებთან, როდესაც რომაელი ელჩები არაეთიკურად მოიქცნენ გალების მიმართ, რამაც გამოიწვია ძვ. წ. 390 წელს გალთა რომისკენ გალაშქრება.

ბრძოლის მიმდინარეობა

რედაქტირება

ძვ. წ. 390 წელს რომაელთა ლეგიონები და გალთა ჯარი მდინარე ალიის და ტიბროსის შესართავთან შეხვდნენ ერთმანეთს. რომაელთა ჯარი წარმოდგენილი იყო 4 ლეგიონით, დამხმარე და მოკავშირე ჯარებთან ერთად მათში 40,000 კაცი იყო, თანაც უმრავლესობა გაუწვრთნელი ახალბედები იყვნენ.

რომის ჯარი ძალიან გაწელილი იყო, რათა მოწინააღმდეგეებს არ შეძლებოდათ ზურგიდან შემოვლა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გალების წყობაზე მოკლე იყო. ცენტრი ძალიან სუსტი იყო, რეზერვი კი მარჯვენა ფლანგზე ბორცვზე განათავსეს.

გალთა ბელადმა ბრენუსმა ჩათვალა, რომ რომაელთა რეზერვი განკუთვნილია იმისთვის რომ, როდესაც ხელჩართული ბრძოლა დაიწყება, გალთა ზურგს დაარტყას. ამიტომ მან უპირველეს ყოვლისა ბორცვზე გამაგრებულ რეზერვს დაარტყა.

რომაელებმა ბრძოლა არც დაიწყეს ისე გაიქცნენ. ბრძოლის პროცესში არცერთი ადამიანი არ დაღუპულა, დაიღუპნენ მხოლოდ პანიკური გაქცევისას ჭყლეტვაში. ბევრი ჯარისკაცი რომის მაგივრად ვეისკენ წავიდა. მდინარე ტიბრისთან მოხდა ჟლეტა, სადაც მთელი მარცხენა ფრთა გაიქცა. ყველა მდინარეში გადახტა თავის საშველად და ვინც ცურვა არ იცოდა ან გამძიმებული იყო იარაღით ყველა დაიხჩო. მარჯვენა ფრთაზე მყოფებმა თავი ქალაქს შეაფარეს და პანიკაში კარიბჭე არც კი დაკეტეს.

შედეგები

რედაქტირება

ვინაიდან გაქცეულ რომაელთა უმეტესობამ თავი რომს კი არა ვეის შეაფარა, რომში ისინი დახოცილებად ჩათვალეს. ქალაქი პანიკამ მოიცვა. რომაელებმა უარი თქვეს მთელი ქალაქის დაცვაზე და მხოლოდ კაპიტოლიუმი გაამაგრეს, სადაც ყველა ბრძოლისუნარიანი მამაკაცი ოჯახებით და სენატორები შეეფარნენ. მეორე დღეს კი, რომის დაარსებიდან 364 წელს, გალებმა დაიკავეს რომი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება