ალიანსი (ოფისი)
ალიანსი (ინგლ. The Alliance) ― ამერიკული კომედიური ტელესერიალის, ოფისის, I სეზონის მეოთხე ეპიზოდი. ეპიზოდის პრემიერა აშშ-ში 2005 წლის 12 აპრილს გაიმართა NBC-ის ეთერში. ეპიზოდის სცენარის ავტორია მაიკლ შური, ხოლო რეჟისორია ბრაიან გორდონი.
„ალიანსი“ | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
ოფისი -ს ეპიზოდი | |||||||
ეპიზოდის ნომ. | ეპიზოდი 4 | ||||||
სცენარი | მაიკლ შური | ||||||
რეჟისორი | ბრაიან გორდონი | ||||||
მოწვეული მსახიობები | დევიდ დენმანი (როი ანდერსონი) კრეიგ რობინსონი (დერილ ფილბინი) | ||||||
ოპერატორი | რენდალ ეინჰორნი | ||||||
კოდი | 1004[1] | ||||||
ეთერი | 12 აპრილი, 2005 | ||||||
| |||||||
ოფისი, I სეზონი ეპიზოდების სია |
ეპიზოდში კადრების შემცირების შესახებ ჭორების ზრდასთან ერთად ოფისის წევრებს შორის პარანოია იწყება. დუაით შრუტი (რეინ უილსონი) ჯიმ ჰელპერტთან (ჯონ კრასინსკი) ერთად სხვა თანამშრომლების წინააღმდეგ ისეთივე ალიანსს ქმნის, როგორც შოუგადარჩენილშია. მოგვიანებით ალიანსს პემ ბიზლი (ჯენა ფიშერი) ემატება. ამასობაში, მაიკლ სკოტი (სტივ ქარელი) თანამშრომლებს შორის მორალის ასამაღლებლად დაბადების დღის წვეულებას აწყობს მერედით პალმერისთვის (ქეით ფლენერი), მიუხედავად იმისა, რომ მერედითს დაბადების დღე მომდევნო თვეში აქვს. მაიკლი მთელი შემართებით ცდილობს დაბადების დღის მისალოცი ბარათისთვის საუკეთესო ხუმრობის მოფიქრებას, მაგრამ საბოლოოდ, მისი ხუმრობები მთელ წვეულებას აშხამებს.
„ალიანსი“ პოპულარული რეალითი შოუთი (გადარჩენილი) იყო შთაგონებული. თავდაპირველად ეპიზოდის ხანგრძლივობა 37 წუთი იყო და პროდიუსერებმა ორნაწილიანი ეპიზოდის შექმნა გადაწყვიტეს: ერთი ალიანსზე იქნებოდა ფოკუსირებული, მეორე კი მერედითის დაბადების დღის წვეულებაზე, მაგრამ საბოლოოდ ერთ ეპიზოდზე შეჯერდნენ. „ალიანსი“ დაახლოებით 5.4-მა მილიონმა მაყურებელმა ნახა. ეპიზოდმა კრიტიკოსების დადებითი შეფასება დაიმსახურა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- "The Alliance" at NBC.com
- The Alliance — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Shows A–Z – Office, The on NBC. The Futon Critic. ციტირების თარიღი: January 25, 2013