კალათბურთი (ინგლ. Basketball) ― ამერიკული კომედიური ტელესერიალის, ოფისის, I სეზონის მეხუთე და ბოლოსწინა ეპიზოდი. ეპიზოდის პრემიერა აშშ-ში 2005 წლის 19 აპრილს გაიმართა NBC-ის ეთერში. ეპიზოდის სცენარის ავტორი და რეჟისორია გრეგ დენიელსი. ეპიზოდში პირველად გამოჩნდა კომიკოსი პატრიკ ო'ნილი.

კალათბურთი
ოფისი -ს ეპიზოდი
ეპიზოდის ნომ. ეპიზოდი 5
სცენარი გრეგ დენიელსი
რეჟისორი გრეგ დენიელსი
მოწვეული მსახიობები დევიდ დენმანი (როი ანდერსონი)
კრეიგ რობინსონი (დერილ ფილბინი)
პატრიკ ო'ნილი (ლონი კოლინზი)
ოპერატორი რენდალ ეინჰორნი
კოდი 1005[1]
ეთერი 19 აპრილი, 2005 (2005-04-19)
ეპიზოდების ქრონოლოგია
← წინა შემდეგი →
„ალიანსი“ „სექსუალური გოგო“
ოფისი, I სეზონი
ეპიზოდების სია

ეპიზოდში მაიკლ სკოტი და ოფისის თანამშრომლები საწყობის თანამშრომლებს კალათბურში ეჯიბრებიან. რასისტული და სექსისტური სტერეოტიპების ქონის გამო გუნდში სათამაშოდ მაიკლი ნიჭიერი თანამშრომლების მაგივრად კალათბურთში ნაკლებად გაწაფულ თანამშრომლებს ირჩევს. წაგებული გუნდის წევრებმა შაბათსაც უნდა იმუშაონ. მაიკლი „განზრახ უხეში პერსონალური დარღვევის“ გამო თამაშს წყვეტს და მის გუნდს გამარჯვებულად აცხადებს. საწყობის თანამშრომლები ამას უსამართლოდ თვლიან და მაიკლს წნეხის ქვეშ ამყოფებენ. სკოტი საწყობთან დათმობაზე მიდის, მაგრამ მოგვიანებით ოფისის თანამშრომლებსაც ათავისუფლებს შაბათს მუშაობისგან.

ოფისის მსახიობები ორი დღის განმავლობაში თამაშობდნენ კალათბურთის მატჩებს, რის შემდეგაც ერთი უწყვეტი მატჩის კადრები შეირჩა. „კალათბურთი“ დაახლოებით ხუთმა მილიონმა მაყურებელმა ნახა. ეპიზოდი კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Shows A–Z – Office, The on NBC. The Futon Critic. ციტირების თარიღი: January 25, 2013