ალექტრიონი
ალექტრიონი (ბერძნ. Άλεκτρυών — მამალი) — არესის მოსამსახურე ყმაწვილი. გადმოცემის თანახმად, იგი დარაჯობდა ხოლმე არესაა და აფროდიტეს, როდესაც ისინი დროს ატარებდნენ. იგი ვალდებული იყო შეყვარებულთათვის დღის მოახლოება ეცნობებინა, რათა "ყოვლისმხილველ" ჰელიოსს ისინი ერთად არ დაენახა. ერთხელ ალაქრიონს ჩაეძინა, შეყვარებულებს დღის დადგომა ვერ აცნობა, ტრფიალებით გართული წყვილი ჰელიოსმა დაინახა და ამის შესახებ აფროდიტეს ქმარს — ჰეფესტოს უამბო. ჰეფესტომ მაშინვე რკინის ბადე გააკეთა, ერთიმეორეს ჩახვეული შეყვარებულები დაიჭირა და შესარცხვენად ყველას წინაშე წარადგინა. გაჯავრებულმა არესმა ალექრიონი მამლად აქცია.