ალექსი ჩიჩიბაბინი
რუსი ქიმიკოსი
ალექსი ჩიჩიბაბინი (რუს. Алексей Чичибабин; დ. 29 მარტი [ ძვ. სტ. 17 მარტი], 1871, კუზემინი — გ. 15 აგვისტო, 1945, პარიზი) — რუსი ქიმიკოსი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1928). დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი (1892). მოსკოვის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის პროფესორი (1909). 1930 წლიდან მუშაობდა საფრანგეთში. ჩიჩიბაბინის შრომები ეხება აზოტშემცველი ჰეტეროციკლური ნაერთების, უმთავრესად პირიდინის შესწავლას. ნატრიუმის ამიდზე პირიდინის მოქმედებით ჩიჩიბაბინმა პირველმა მიიღო α-ამინოპირიდინი (ჩიჩიბაბინის რეაქცია) და შეისწავლა მისი თვისებები. დაადგინა მრავალი ალკალოიდისა და სხვ. აღნაგობა და მიღება.
ალექსი ჩიჩიბაბინი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 17 (29) მარტი, 1871[1] [2] |
დაბ. ადგილი | Kuzemin[2] |
გარდ. თარიღი | 15 აგვისტო, 1945[3] [4] [2] (74 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი[3] [2] |
დასაფლავებულია | სენტ-ჟენევიევ-დე-ბუას სასაფლაო |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ საბჭოთა რუსეთი საფრანგეთი |
საქმიანობა | ქიმიკოსი |
მუშაობის ადგილი | მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი |
ჯილდოები | ლენინური პრემია |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 144.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #117637378 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 www.accademiadellescienze.it
- ↑ 3.0 3.1 Чичибабин Алексей Евгеньевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.