ალექსი მაქსიმეს ძე კალედინი (დ. 24 ნოემბერი [ძვ. სტ. 12 ნოემბერი], 1861, სტანიცა უსტ-ხოპიორსკაია, ახლანდელი ვოლგოგრადის ოლქი — გ. 11 თებერვალი [ძვ. სტ. 29 იანვარი], 1918, ნოვოჩერკასკი) — დონის კაზაკთა კონტრრევოლუციის მეთაური 1917–1918 წლებში, კავალერიის გენერალი (1917). თავადაზნაურთა წრიდან იყო. 1889 დაამთავრა გენშტაბის აკადემია. პირველი მსოფლიო ომის დროს სარდლობდა მე-12 საარმიო კორპუსს, შემდეგ სამხრეთ-დასავლეთი ფრონტის მე-8 არმიას. 1917 წლის 30 [17] ივნისს აირჩიეს დონის ჯარის ატამანად, სათავეში ჩაუდგა კონტრრევოლუციური ჯარის მთავრობას.

ალექსი კალედინი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება