ალექსეი შეინის ძეგლი

ალექსეი შეინის ძეგლი (რუს. Памятник А.М. Шеину) — რუსი სახელმწიფო მოღვაწის, გენერლის, ბოიარინის (1695 წლიდან) და პირველი რუსი გენერალისიმუსის (1696) — ალექსეი შეინისადმი მიძღვნილი მონუმენტი. მდებარეობს როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვში, რუსეთი[1].

ალექსეი შეინის ძეგლი
რუს. Памятник А.М. Шеину
მდებარეობა აზოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
მოქანდაკე ვ.პ. მოკროუსოვი
მ. ლუშნიკოვი
მასალა ბრინჯაო, გრანიტი
სიმაღლე 5
გახსნის თარიღი 2009
მიძღვნილია ალექსეი შეინი

ალექსეი შეინი მონაწილეობდა 1687-1689 წლების ყირიმის ლაშქრობებში და პეტრე I დიდის ბრძანებით, ჩაახშო სტრელეცის აჯანყება. აზოვის მეთაურის თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში მოგებული ბრძოლებისთვის, მას უმაღლესი სამხედრო წოდება მიენიჭა[1].

მონუმენტი გაიხსნა 2009 წლის 12 ივნისს. პროექტის ავტორები იყვნენ რუსეთის დამსახურებული მხატვარი მ. ლუშნიკოვი და რუსეთის მხატვართა კავშირი წევრ-კორესპონდენტი ვ. პ. მოკროუსოვი[2].

მისამართი: აზოვის ისტორიული ცენტრი, მოსკოვის ქუჩა, № 23

ალექსეი შეინის, პირველი რუსი გენერალისიმუსის, ბრინჯაოს ძეგლი, აზოვის ისტორიულ ცენტრში, კვარცხლბეკზე აღიმართა. გენერალს, ერთ ხელში ხმალი აქვს მოთავსებული, ხოლო ფეხით — ციხესიმაგრის ქვას ეყრდნობა. მონუმენტის სიმაღლე კვარცხლბეკთან ერთად, დაახლოებით, 5 მეტრია. სკულპტურაზე გამოსახულია წარწერა:

 
„ალექსეი შეინი — რუსეთის პირველი გენერალისიმუსი (1652-1700)[1].“

პეტრე I დიდის ძეგლთან, აზოვის ციხესიმაგრესთან და ადგილობრივ ისტორიულ მუზეუმთან ერთად, შეინის მონუმენტი რუსეთისა და აზოვის ისტორიისადმი მიძღვნილ არქიტექტურულ კომპლექსს ქმნის[3].

1695-1696 წლებში პეტრე I დიდმა წამოიწყო აზოვის ლაშქრობები ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ. 1696 წლის ლაშქრობაში რუსეთის არმიას სარდლობდა ა. შეინი. ბრძოლების შედეგად რუსეთის არმიას ჩაბარდა აზოვის ციხესიმაგრე. მეორე ლაშქრობაში მიღწეული წარმატების გამო ალექსეი შეინს მიანიჭეს გენერალისიმუსის უმაღლესი სამხედრო წოდება. აზოვის არება იყო რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი პირველი წარმატებით დასრულებული სამხედრო მოქმედება XVII საუკუნეში ოსმალეთთან ბრძოლის პერიოდში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Памятник А.С. Шеину описание и фото. Россия - Юг: Азов. ციტირების თარიღი: 2017-02-02
  2. User, Super. Памятники города Азова en-gb. ციტირების თარიღი: 2017-02-02
  3. Памятник первому русскому генералиссимусу, соратнику Петра Великого, боярину Алексею Семеновичу Шеину (г. Азов). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-03. ციტირების თარიღი: 2017-02-02