ალექსეი გენადიევიჩ რეტინსკი (უკრ: Олексій Геннадійович Ретинський; დ. 14 ნოემბერი, 1986, ყირიმის ოლქი, უსსრ) ― უკრაინულ-რუსული წარმოშობის კომპოზიტორი და მხატვარი.

ალექსეი რეტინსკი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 14 ნოემბერი, 1986(1986-11-14) (38 წლის)
დაბ. ადგილი სიმფეროპოლი
საიტი retinsky.com

ბიოგრაფია

რედაქტირება

ალექსეი რეტინსკი 1986 წლის 14 ნოემბერს სიმფეროპოლში დაიბადა. პირველი მუსიკალური გამოცდილება ჩასაბერ ინსტრუმენტებზე დაკვრისას მიიღო. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 2000-2005 წლებში სიმფეროპოლის მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობდა. სასწავლებელში თავდაპირველად საყვირზე დაკვრას სწავლობდა, თუმცა სწავლა როგორც ჰობოისტმა და საქსოფონისტმა დაასრულა. პარალელურად კომპოზიციებზე მუშაობა დაიწყო. დაამთავრა კიევის კონსერვატორიის კომპოზიციის და ციურიხის ხელოვნების უმაღლესი სკოლის კომპოზიციისა და ელექტროაკუსტიკური კომპოზიციის კლასი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Тучинська Т. Живий звук, або вустами композитора: чотири погляди на сучасну музики зсередини // Art-курсив. — № 5, 2010. — К., Інститут проблем сучасного мистецтва Національної Академії Мистецтв України. — С. 75.
  • Тучинская Т. Пространство звука в современной украинской электронной музыке: звуковые ландшафты // Київське музикознавство. Культурологія та мистецтвознавство: Зб. статей. Вип. 48.— Київ, 2014. — С. 226 -235.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება