ალექსეი კუდრინი
ალექსეი კუდრინი (რუს. Алексе́й Леони́дович Ку́дрин; დ. 12 ოქტომბერი, 1960, დობელე, ლატვიის სსრ, სსრკ) — რუსი პოლიტიკოსი და მეწარმე. 2018 წლის 22 მაისიდან არის რუსეთის ფედერაციის მრიცხველი პალატის თავმჯდომარე. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი.
მოსკოვის ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რუსეთის „სბერბანკის“ სტრატეგიული კომიტეტის და სამეთვალყურეო საბჭოს მოადგილე, ეგორ გაიდარის სახელობის ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივათა კომიტეტის“ თავმჯდომარე, „გაიდარისეული ფორუმის“ საორგანიზაციო კომიტეტის წევრი.
რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე (2000-2004, 2007-2011), რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრი (2000-2011).
ფინანსთა მინისტრობა
რედაქტირება2000 წლის 18 მაისიდან რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრი.[1]
2004 წლის 9 მარტიდან კიდევ ერთხელ (პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ) დაინიშნა რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრად, მაგრამ, დაკარგა ვიცე-პრემიერის პოსტი.[2]
2007 წლის 24 სექტემბრიდან 2008 წლის 7 მაისამდე კვლავ იკავებდა რუსეთის ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილის და რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრის პოსტს. 2012 წლის 7 მაისიდან 12 მაისამდე იყო მოვალეობის შემსრულებელი, ახალი მთავრობის დანიშვნამდე.[3]
2008 წლის 12 მაისს დაინიშნა რუსეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ და რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრად.[4]
2008 წლის 17 ოქტომბრიდან არის წევრი,[5] 2008 წლის 3 დეკემბრიდან თავმჯდომარის მოადგილე,[6] ხოლო 2010 წლის 4 იანვრიდან არის თავმჯდომარე რუსეთის პრეზიდენტთან არსებული რუსეთის ფედერაციის ფინანსური ბაზრის განვითარების საბჭოსი.[7]
2010 წლის 11 იანვრიდან არის ეკონომიკური განვითარების და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის წევრი.[8]
2011 წლის გაზაფხულში მიიღო წინადადება სათავეში ჩაუდგეს პარტია „მემარჯვენე საქმეს“, რაზეც მან უარი თქვა. მოგვიანებით, 2011 წლის სექტემბერში, მან ამასთან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა: „თითქოს, იყო შესაძლებლობა, „მემარჯვენე საქმეს“ სათავეში ჩავდგომოდი, მაგრამ ამგვარი შესაძლებლობა სინამდვილეში არ არსებობდა. არ განვიხილავდი პერსპექტივას, მიმეღო მონაწილეობა ხელოვნურ პროექტში, რომელიც დისკრედიტაციას უწევდა ლიბერალურ-დემოკრატიულ იდეას“.[9] მან აგრეთვე დაამატა, რომ უარი თქვა, რადგანაც თვლიდა, რომ უნდა შეექმნათ ახალი მემარჯვენე პარტია, ხოლო „მემარჯვენე საქმე“ „მისთვის არც თუ ისე გასაგები ხალხით და კრემლის გარკვეული კონტროლით უვარგისი იქნება“.[10]
მრიცხველი პალატის თავმჯდომარეობა
რედაქტირება2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ახალი მთავრობის ფორმირების დროს, დიმიტრი მედვედევმა მრიცხველი პალატის თავმჯდომარის პოსტზე, ტატიანა გოლიკოვას ნაცვლად (რომელიც გახდა ვიცე-პრემიერი) ალექსეი კუდრინის კანდიდატურა წარადგინა.[11][12] 11 მაისს, დიმიტრი მედვედევმა შეათანხმა კუდრინის კანდიდატურა თავის საპარლამენტო ფრაქციასთან.[13] 14 მაისს, ფრაქციის პრეზიდიუმთან შეხვედრისას, კუდრინმა ოფიციალურად მისცა თანხმობა თავისი კანდიდატურის დაყენებას.[14] გარდა კუდრინისა, პოსტზე წამოაყენეს ანატოლი აკსაკოვის („სამართლიანი რუსეთი“), იური სინელშიკოვის („რუსეთის ფედერაცის კომუნისტური პარტია“) და მაქსიმ როხმისტროვის („რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“) კანდიდატურები.[15] 2018 წლის 21 მაისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, შეიტანა კუდრინის კანდიდატურა სახელმწიფო დუმაში მისი მრიცხველი პალატის თავმჯდომარის პოსტზე დასამტკიცებლად. 22 მაისს, დუმამ დაამტკიცა კუდრინი.[16] 264-მა დეპუტატმა მას მხარი დაუჭირა, კომუნისტები იყვნენ წინააღმდეგი, რლდპ-მ თავი შეიკავა. ხმის მიცემის პროცესზე არ იმყოფებოდა „ერთიანი რუსეთის“ 89 და „სამართიანი რუსეთის“ ხუთი დეპუტატი.[17][18] იმავე დღეს, სახელმწიფო დუმას თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა წარუდგინა კუდრინი მრიცხველი პალატის აუდიტორებს.[19]
ეკონომიკური შეხედულებები
რედაქტირებაკუდრინი საკუთარ თავს ეკონომისტთა ლიბერალურ სპექტრს მიაკუთვნებს. კუდრინის ფინანსთა მინისტრობისას, ჩატარდა მასშტაბური საგადასახადო რეფორმა: საშემოსავლო გადასახადი გახდა 13%, გაუქმდა გაყიდვის და საშემოსავლო გადასახადი, შემცირდა მოგების და დამატებითი ღირებულების გადასახადები, გადასახადთ საერთო რაოდენობა სამჯერ შემცირდა. მოხდა გადასახადების გადახდისგან გამოსაძრომი საკანონმდებლო ხვრელების ლიკვიდაცია, მოხდა აგრეთვე შიდა ოფშორების ლიკვიდაციაც. საგადასახადო რეფორმის შედეგად, საგადასახადო დატვირთვა ბიზნესის ყველა სახეზე შემცირდა. აგრეთვე ჩატარდა საბიუჯეტო რეფორმა, შეიქმნა სტაბილიზაციური ფონდი, შემცირდა საგარეო ვალი. ასე, თუ 1990-იანი წლების ბოლოს რუსეთის საგარეო ვალი მშპ-ს 100%-ზე მეტი იყო, 2011 წლელს მისი დონემდე ევროპაში ერთ ერთ ყველაზე პატარამდე დაეცა.[20][21][22][23][24][25][26][27]
ამავე დროს, კუდრინი ატარებდა კონსერვატიულ საბიუჯეტო პოლიტიკას. მისი მინისტრობის დროს, ფედერალური ბიუჯეტი ძირითადად პროფიციტული იყო.[28]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- Кудрин Алексей Леонидович. Досье: бизнес-интересы, родственники и деловые связи დაარქივებული 2017-09-11 საიტზე Wayback Machine.
- Алексей Кудрин на Яндекс. Пресс-портретах დაარქივებული 2013-01-25 საიტზე Wayback Machine.
- Школа злословия с участием Алексея Кудрина
- Программа «Hard Day’s Night» на телеканале «Дождь» с участием Алексея Кудрина. 12 апреля 2012, ციტირების თარიღი: 23 აგვისტო, 2014, 27 мая 2014 ციტირების თარიღი: 23 აგვისტო, 2014, 22 декабря 2014 ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2014.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Указ президента Российской Федерации от 18 мая 2000 года № 898 «О заместителе председателя Правительства Российской Федерации — министре финансов Российской Федерации». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-31. ციტირების თარიღი: 2018-11-07.
- ↑ Указ президента Российской Федерации от 9 марта 2004 года № 329 «О министре финансов Российской Федерации». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-31. ციტირების თარიღი: 2018-11-07.
- ↑ Указ президента Российской Федерации от 7 мая 2008 года № 717 «О сложении полномочий Правительством Российской Федерации». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-31. ციტირების თარიღი: 2018-11-07.
- ↑ Указ президента Российской Федерации от 12 мая 2008 года № 732. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-13. ციტირების თარიღი: 2018-11-07.
- ↑ Указ Президента Российской Федерации от 17 октября 2008 года № 1489 «О Совете при президенте Российской Федерации по развитию финансового рынка Российской Федерации». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-31. ციტირების თარიღი: 2018-11-07.
- ↑ «О внесение изменений в Положение о Совете при Президенте Российской Федерации по развитию финансового рынка Российской Федерации и в состав этого совета, утверждённые Указом Президента Российской Федерации от 17 октября 2008 года № 1489». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-31. ციტირების თარიღი: 2018-11-07.
- ↑ Указ Президента Российской Федерации от 4 января 2010 года № 7 «О внесение изменений в Положение о Совете при Президенте Российской Федерации по развитию финансового рынка Российской Федерации и в состав этого совета, утверждённые Указом Президента Российской Федерации от 17 октября 2008 года № 1489». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-31. ციტირების თარიღი: 2018-11-07.
- ↑ «Зубков стал замом Шувалова в экономической правительственной комиссии», www.zaks.ru, 12.01.2010
- ↑ «Эмоции здесь абсолютно ни при чём». Алексей Кудрин объяснил причины отставки, «Коммерсант», 27.09.2011.
- ↑ О Деньгах: Кудрин заявил, что готов идти в политику и участвовать в создании новой правой партии. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-14. ციტირების თარიღი: 2018-11-07.
- ↑ „Медведев предложил кандидатов в новый состав правительства“. РИА Новости (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-05-30.
- ↑ „Кудрину предложили важный пост“. Взгляд (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-05-30.
- ↑ „Кандидатуру Алексея Кудрина на должность главы Счетной палаты согласовали в партии «Единая Россия»“. Первый Канал (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-05-30.
- ↑ „Кудрин согласился возглавить Счетную палату“. Первый Канал (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-05-30.
- ↑ „Кремль получил предложения по кандидатам на пост главы Счетной палаты“. Коммерсант (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-05-30.
- ↑ „Путин внес в Госдуму кандидатуру Кудрина для назначения главой Счетной палаты“. Интерфакс (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-05-30.
- ↑ „Алексей Кудрин утвержден в должности председателя Счетной палаты“. rg.ru (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-05-30.
- ↑ „О проекте постановления Государственной Думы № 470131-7 "О назначении Кудрина Алексея Леонидовича на должность Председателя Счетной палаты Российской Федерации" (по решению Совета Государственной Думы)“. vote.duma.gov.ru (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-25. ციტირების თარიღი: 2018-05-30.
- ↑ „Володин представил Кудрина коллективу Счетной палаты“. ТАСС (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-27. ციტირების თარიღი: 2018-05-30.
- ↑ Минфин России :: Высказывания руководства. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-29. ციტირების თარიღი: 2018-11-07.
- ↑ Минфин России :: Высказывания руководства. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-18. ციტირების თარიღი: 2011-09-28.
- ↑ http://www.sbrf.ru/common/img/uploaded/sbjr/07-09/045-047.pdf
- ↑ Филиппов А. В. Новейшая история России. 1945—2006 гг
- ↑ https://web.archive.org/web/20110830072839/http://www1.minfin.ru/common/img/uploaded/library/2007/05/taxpoltend.pdf
- ↑ Ъ-Online — Что сделал Алексей Кудрин
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-17. ციტირების თარიღი: 2018-11-07.
- ↑ Громкая отставка. Мнения экспертов: Голос России. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-28. ციტირების თარიღი: 2018-11-07.
- ↑ «Финанс.» Алексей Кудрин — лучший министр финансов