ალექსანდრე გოლოვინი (ფეხბურთელი)
(გადამისამართდა გვერდიდან ალექსანდრ გოლოვინი (ფეხბურთელი))
ალექსანდრე სერგეის ძე გოლოვინი (რუს. Александр Сергеевич Головин; დ. 30 მაისი, 1996, კალტანი, კემეროვოს ოლქი, რუსეთი) — რუსი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „მონაკოსა“ და რუსეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი.
მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთისა და ეგვიპტის შეხვედრის დროს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ალექსანდრ სერგეის ძე გოლოვინი | ||
დაბადების თარიღი | 30 მაისი, 1996 | ||
დაბადების ადგილი | კემეროვოს ოლქი, რუსეთი | ||
სიმაღლე | 1.80 მ | ||
სათამაშო პოზიცია | შემტევი ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | მონაკო | ||
ნომერი | 17 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2014–2018 | ცსკა მოსკოვი | 81 | (9) |
2018– | მონაკო | 52 | (6) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2013 | რუსეთი 17 წლ. | 15 | (1) |
2014 | რუსეთი 18 წლ. | 4 | (2) |
2014–2015 | რუსეთი 19 წლ. | 11 | (2) |
2015 | რუსეთი 21 წლ. | 3 | (0) |
2015– | რუსეთი | 33 | (5) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 17 იანვარი, 2020 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 17 იანვარი, 2020 |
ახალგაზრდული კარიერა დაიწყო 2001 წელს. 2012 წელს მისით დაინტერესდა მოსკოვის „ცსკა“. მისი კარიერული დებიუტი შედგა 2014 წლის 24 სექტემბერს რუსეთის თასზე, „ხიმიკ ძერჟინსკის“ წინააღმდეგ. 2016 წლის 2 დეკემბერს მან „ცსკა“-სთან გააფორმა კონტრაქტი 2020–21 წლების სეზონამდე. 2018 წელს იგი გახდა ფრანგული „მონაკოს“ ფეხბურთელი.
ტიტულები
რედაქტირებაცსკა მოსკოვი
- რუსეთის პრემიერ ლიგა (1): 2015–16
საერთაშორისო
- 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონი (1): 2013