ალექსანდროული თეთრი

ალექსანდროული თეთრიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭიდან.

მნიშვნელოვნად განსხვავდება ალექსანდროულისაგან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი პატარა ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ ოვალური, სამნაკვთიანი, იშვიათად ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია აბლაბუდისებრი და თხელი ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი მცირე ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური, ხშირად ცილინდრული ფორმის, ზოგჯერ ფრთიანი, კუმსი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური ან მომრგვალო, მომწვანო ელფერით. კანი სქელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით საკმაოდ დაფარული, რბილობი წვნიანია.

ალექსანდროული თეთრი საშუალო ზრდისაა. სექტემბრის მეორე ნახევარში მწიფდება. სავეგეტაციო პერიოდი გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 154 დღეა. მტევნის საშუალო წონა 122 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა 9.5-10.0 ტონას უახლოვდება. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 24-30%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6-7 გ/ლ-ს.

მიიღება ხარისხიანი სუფრის და ბუნებრივად ტკბილი თეთრი ღვინო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 20