ალექსანდროვსკის ხიდი

ალექსანდროვსკის ხიდი (რუს. Александровский мост) — ამჟამად უკვე არარსებული ხიდი სანქტ-პეტერბურგში, მდებარეობდა საადმირალოს რაიონში, ვედენის არხზე მდინარე ფონტანკის სამხრეთ სანაპიროზე, არხის ფონტანკასთან შეერთების ადგილზე. ხიდის სიგრძე იყო 15,2 მეტრი, სიგანე - 15,16 მ.

ალექსანვროვსკის ხიდი
Александровский мост
კოორდინატები 59°55′12″N 30°19′38″E / 59.92° ჩ. გ. 30.327222° ა. გ. / 59.92; 30.327222
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
არქიტექტორი უილიამ გესტე
მასალა თუჯი
სიგრძე 15,2 მ
სიგანე 15,16 მ
დაწყების თარიღი 1808
გახსნის თარიღი 1814

სახელწოდება

რედაქტირება

თავდაპირველად, 1829 წლიდან 1867 წლამდე ეწოდებოდა მცირე თუჯის ხიდი. 1836 წელს გაჩნდა სახელწოდება ალექსანდროვსკის ხიდი, რომელსაც გამოიყენებდნენ 1970 წლამდე. ასევე არსებობდა სახელწოდება სემიონოვსკის ან მცირე სემიონოვსკის ხიდი, რადგან ამ რაიონში მდებარეობდა ლეიბ-გვარდიის სემიონოვსკის პოლკის ყაზარმა.

ალექსანდროვსკის ხიდი ააგეს 1808-1814 წლებში უილიამ გესტეს ტიპური პროექტის მიხედვით. რუსეთ-საფრანგეთის 1812 წლის ომის პერიოდში ხიდის მშენებლობა შეჩერდა, რითაც აიხსნება მისი მშენებლობის დროში გაწელვა. ხიდის ყველა მეტალის ნაწილი დაამზადეს ურალში დემიდოვის ქარხანაში.

თაღოვანი ხიდის ნაწილები არ განსხვავდებოდა სხვა ხიდებისაგან (მწვანე ხიდი, წითელი ხიდი, პოცელუევის ხიდი) და შედგებოდა თუჯის სექციებისაგან. ხიდის სიგრძე იყო 15,2 მეტრი, ხოლო სიგანე 15,16 მეტრი. ქვის ბურჯები მოპირკეთებული იყო გრანიტის ფილებით. მოაჯირები დამზადებული იყო მეტალის ერთგვაროვანი ფიგურებით, რომელიც მდინარე ფონტანკის ხიდებს ახასიათებდათ. ტროტუარი სავალი ნაწილისაგან გამოყოფილი იყო მეტალის მოაჯირებით.

1949 და 1952 წლებში აღადგინეს დანგრეული ფანარები. 1970 წელს ვედენის არხის ამოვსების შედეგად ხიდმა ფუნქცია დაკარგა და დაშალეს. გრანიტის კვარცხლბეკი ფანარებით გადაიტანეს გრიბოედოვის არხის პოდიაჩესკის ხიდზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.