წითელი ხიდი (სანქტ-პეტერბურგი)
წითელი ხიდი (რუს. Красный мост) — ხიდი სანქტ-პეტერბურგში მდინარე მოიკაზე. აკავშირებს ადმირალტეისკისა და ცენტრალურ რაიონს. ხიდის სიგრძეა - 33,6 მეტრი, სიგანე - 16,8 მ. ეს ერთადერთი ხიდია მდინარე მოიკაზე, რომელიც ააგეს უილიამ გესტეს ტიპური პროექტით და შემონახული აქვს თავისი ისტორიული სახე[1].
წითელი ხიდი Красный мост | |
---|---|
კოორდინატები | 59°55′59″N 30°18′55″E / 59.932986° ჩ. გ. 30.315261° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
ტიპი | საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი |
მასალა | რკინა |
სიგრძე | 33,6 მ |
სიგანე | 16,8 მ |
გახსნის თარიღი | 1717 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
მდებარეობა
რედაქტირებამდებარეობს გოროხოვის ქუჩის კუთხეში, ხიდთან ახლოს განთავსებულია სავაჭრო სახლი „С. Эсдерс и К. Схейфальс“-ი და ა. გერცენის სახელობის რუსეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის შენობა.
დინების ზემო მიმართულებით მდებარეობს მწვანე ხიდი, ხოლო ქვემოთ კი - ლურჯი ხიდი.
უახლოესი მეტროს სადგურია „ადმირალტეისკაია“, „სადოვაია“ და „გოსტინი დვორი“.
სახელწოდება
რედაქტირებასახელწოდება მომდინარეობს ძველი ხის ხიდის საღებავის ფერიდან, რომელიც ამ ადგილზე ააგეს XVIII საუკუნეში. თავდაპირველად 1737-1778 წლებში ერქვა თეთრი ხიდი, ხოლო 1778 წლიდან ხიდს უკვე თანამედროვე სახელი ეწოდება[2].
ისტორია
რედაქტირებახის ხიდის აშენება დაგეგმეს 1717 წელს[3]. 1737 წელს კი გერმან ვან ბოლესმა ააგო ხის ხიდი. XVIII საუკუნის ბოლოსათვის ხიდი სამმალიანი იყო.
1808-1814 წლებში ინჟინერ უილიამ გესტეს პროექტის მიხედვით შეიცვალა ტიპური ერთმალიანი თუჯის თაღოვანი ხიდით[3], ხიდის თუჯის ნაწილები დაამზადეს ნიკოლოზ დემიდოვის ქარხანაში[1].
თუჯის ნაწილები რკინით ჩაანაცვლეს 1953-1954 წლებში ვ. ვ. ბლაჟევიჩის პროექტის მიხედვით[1].
მორიგი რესტავრაცია ჩაუტარდა 1998 წელს, გარემონტდა ფანრები[3][1].
ლიტერატურა
რედაქტირება- Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — С. 85—86. — 280 с.
- Блэк И., Ротач А. Чугунные арочные мосты в Ленинграде // Архитектурное наследство. — 1955. — № 7. — С. 143—156.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 472. — 511 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 335. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
- Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
- Трач Н. В. «Цветные» мосты Северной Венеции // История Санкт-Петербурга. — СПб.: Нестор, 2009. — № 6 (52). — С. 66—70.
- Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Красный мост //СПб ГБУ «Мостотрест»
- [https://archive.today/20080118162849/http://www.encspb.ru/article.php?kod=2804006149 დაარქივებული 2008-01-18 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links Красный мост] //Энциклопедия Санкт-Петербурга
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Красный мост//СПб ГБУ «Мостотрест»
- ↑ Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 61. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Красный мост//Энциклопедия Санкт-Петербурга. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-18. ციტირების თარიღი: 2018-11-20.