ალექსანდრე I-ის ძეგლი (მოსკოვი)
ალექსანდრე I-ის ძეგლი (რუს. Памятник Александру I) — ბრინჯაოს ქანდაკება მოსკოვის ცენტრში. მდებარეობს ალექსანდრეს ბაღში. აღმართულია რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის პატივისცემის ნიშნად. ძეგლის ავტორია რუსეთის ფედერაციის სახალხო მხატვარი, მოქანდაკე სალავათ შჩერბაკოვი და რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არქიტექტორი იგორ ვოსკრესენსკი. ძეგლი გაიხსნა ალექსანდრეს ბაღში 2014 წლის 20 ნოემბერს, ბოროვიცკის ჭიშკართან ახლოს[1][2][3][4]. იგი ალექსანდრე I-ის პირველი ძეგლის მოსკოვში[5].
ალექსანდრე I-ის ძეგლი რუს. Памятник Александру I | |
---|---|
კოორდინატები | 55°45′02″N 37°36′48″E / 55.75054° ჩ. გ. 37.61322° ა. გ. |
მდებარეობა | მოსკოვი, რუსეთი |
არქიტექტორი | იგორ ვოსკრესენსკი |
მოქანდაკე | სალავატ შჩერბაკოვი |
მასალა | ბრინჯაო |
თარიღდება | 2014 |
ისტორია
რედაქტირებაძეგლზე გამოსახულია ალექსანდრე I სააღლუმე ფორმაში, რომელიც კვარცხლბეკზე დგას. იმპერატორს ხელში უჭირავს დაშნა, მის ფერხთით კი დევს მტრის იარაღი, იმპერატორს მხარზე მოგდებული აქვს მოსასხამი. მონუმენტის პირდაპირ აღმართულია ბრინჯაოს ბარელიეფი, რომელზეც გამოსახულია ბოროდინოს ბრძოლა, ასევე საფრანგეთ-რუსეთის ომის სხვა ბრძოლები და მხედართმთავრები, ასევე თავად ალექსანდრე I, სერაფიმ საროველი და აგრეთვე ორი ტაძარი - მოსკოვის მაცხოვრის ტაძარი და სანქტ-პეტერბურგის ყაზანის ტაძარი[3].
მონუმენტის პროექტი შეარჩიეს კონკურსის შედეგად, რომელშიც მონაწილეობდა რვა მოქანდაკე, მათ შორის ზურაბ წერეთელი. კონკურსანტებმა წარმოადგინეს ძეგლის რამდენიმე ვარიანტი. 2014 წლის აგვისტოში გამოავლინეს კონკურსის ფინალისტები. პროექტის გამარჯვებული დახურული კენჭისყრით საშუალებით გახდა სალავათ შჩერბაკოვის, ანდრია კოვალჩუკისა და ალექსანდრე რუკავიშნიკოვის ნამუშევარი[6].
ძეგლის საზეიმო გახსნა გაიმართა 2014 წლის 20 ნოემბერს. გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე, რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრი ვლადიმირ მედინსკი და მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი[2].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Сергей Берец. (2014-11-19) Памятник Александру I напомнит о временах величия России. Русская служба BBC. ციტირების თარიღი: 2014-11-20.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Памятник установлен возле Боровицких ворот Московского Кремля в Александровском саду, который был разбит по указу этого императора, почему и получил такое название ru. ЭХО Москвы (2014-11-20).
- ↑ 2.0 2.1 Открытие памятника Александру I ru. Сайт Президента России (2014-11-20).
- ↑ 3.0 3.1 У стен Кремля открыли памятник Александру I ru. Интерфакс (2014-11-20).
- ↑ Кира Латухина. (2014-11-20) Владимир Путин открыл памятник Александру I ru. Российская газета.
- ↑ Около Кремля открыли памятник Александру I ru. Lenta.ru (2014-11-20).
- ↑ Путин примет участие в открытии памятника Александру I в Москве ru. РИА Новости (2014-11-20).