ალექსანდრე I-ის სასახლე

ალექსანდრე I-ის სასახლე (რუს. Дворец Александра I) — ერთსართულიანი სახლი ტაგანროგში. განეკუთვნება ისტორიისა და არქიტექტურის ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლებს. აგებულია რუსული კლასიციზმის სტილში. სასახლე ცნობილია იმ ფაქტით, რომ 1825 წელს სწორედ აქ გარდაიცვალა რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I. 2016 წლის მდგომარეობით სახლში განთავსებულია საბავშვო სანატორიუმი „Берёзка“.

ალექსანდრე I-ის სასახლე
რუს. Дворец Александра I
კოორდინატები 47°13′16″N 38°54′32″E / 47.221° ჩ. გ. 38.909° ა. გ. / 47.221; 38.909
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
ტიპი მოდერნი
დასრულების თარიღი 1806
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101194000

მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 40.

სასახლე აგებულია 1806 წელს. 1816 წელს სახლი გადააკეთეს არქიტექტორ ფ. მოლას პროექტის მიხედვით და ბინა გადაეცა ქალაქისთავს. სასახლე სხვადასხვ ადროს სხვადასხვა მფლობელის კუთვნილება იყო. მათგან ყველაზე ცნობილი იყო ტაგანროგის ქალაქისთავი პეტრე პაპკოვი, რომელმაც იგი იყიდა აშენებიდან 4 წლის შემდეგ[1]. იმპერატორი ალექსანდრე ამ შენობაში ორჯერ იმყოფებოდა: 1818 და 1825 წლებში. უკანასკნელი ვიზიტი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. 1825 წლის 19 ნოემბერს იგი აქ გარდაიცვალა ციებ-ცხელებისაგან. მისი გარდაცვალების შემდეგ სახლი შეიძინა იმპერატორის მეუღლემ ელისაბედ ალექსის ასულმა. აქვე ჩამოყალიბდა პირველი მემორიალური მუზეუმი იმპერატოის სახელზე. ალექსანდრე I-ის სასახლეს სტუმრობდნენ იმპერატორები ალექსანდრე II და ალექსანდრე III, პოეტები ვასილ ჟუკოვსკი და ალექსანდრე პუშკინი, გენერალი ნიკოლოზ რაევსკი და მისი ქალიშვილი მარია ვოლკონსკაია, მხატვარი ივანე აივაზოვსკი, განათების კომისარი ანატოლი ლუნაჩარსკი და სხვა ცნობილი ადამიანები[2].

1864 წლიდან მოყოლებული 12 წლის განმავლობაში შენობაში მოღვაწეობდა სამოყვარულო გუნდი პავლე ჩეხოვის (ანტონ ჩეხოვის მამა) ხელმძღვანელობით. 1860-იანი წლების ბოლოს და 1870-იანი წლების დასაწყისში ამავე გუნდში მღეროდნენ ალექსანდრე, ანტონი და ნიკოლოზ ჩეხოვები. 1928 წელს მუზეუმი დაიხურა და მისი ზოგიერთი ექსპონანტი გადაიტანეს ალფერაკის სასახლეში.

არქიტექტურა

რედაქტირება

შენობა აგებულია რუსული კლასიციზმის სტილში. ერთსართულიანი სახლის ფასადზე 13 ფანჯარაა განთავსებული. შენობას არ გააჩნია კოლონადები. შენობის კუთხეები რუსტირებულია. ფანჯრების ნაწლის თავზე სამკუთხა სანდრიკებია, დანარჩენებისა კი - მართკუთხა, მაგრამ დეკორის გარეშე. კომპოზიციური ღერძი გამოხატულია ნათლად. შენობა ასახავს ტაგანროგის არქიტექტურის განვითარებას XIX საუკუნის პირველ ნახევარში[2].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Энциклопедия Таганрога / Гл. ред. В. И. Тимошенко. — 2-е изд., перераб. и доп. — Ростов н/Д: Ростиздат, 2003. — 510, [1] с. : ил., [4] л. ил., портр., карт. — 3000 экз. — ISBN 5-7509-0662-0.
  1. Дворец Александра 1 в Таганроге. Памятники Дона. ციტირების თარიღი: 2017-01-18.
  2. 2.0 2.1 Русский классицизм. Rostov Region. ციტირების თარიღი: 2017-01-24.