ალექსანდრე ჭყონია

ქართველი იურისტი, მთარგმნელი და მწერალი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭყონია.

ალექსანდრე ჭყონია (დ. 17 ივნისი, 1855, ახალციხე — გ. 8 ოქტომბერი, 1907, თბილისი) — ქართველი იურისტი, მთარგმნელი და მწერალი. წერდა „მაჭახელიძის“ ფსევდონიმით. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. 1875 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. შემდეგ ისტორიის მეცნიერების დასაუფლებლად პარიზს გაემგზავრა. 1877 წელს დაბრუნდა სამშობლოში და სხვადასხვა დროს მსახურობდა ქუთაისის, ფოთის, შორპნის და ოზურგეთის სასამართლოებში. 1881 წელს თავი დაანება სახელმწიფო სამსახურს და ნაფიც ვექილად დაიწყო მუშაობა ჯერ ქუთაისში, შემდეგ - თბილისში. მისი პირველი კორესპონდენცია 1874 წელს დაიბეჭდა გაზეთ „დროებაში“. 1890 წელს საკუთარი ხარჯით გამოსცა „ისტორიული ნარკვევი“ (საისტორიო ქრესტომათია). მან პირველმა გააცნო ქართველ მკითხველს ევროპელი მოგზაურებისა და მისიონერების ცნობები საქართველოს შესახებ („პიეტრო დელა ვალლეს მოხსენება საქართველოს შესახებ - 1627 წ.“, ივერია, 1871 წ. N 111; „იტალიელი მოგზაურები საქართველოში მე-15 საუკუნეში: იოსაფა ბარბარო და ამბროზიო კონრატინი“, მოამბე, 1894, N XI; „ტავერნიეს მოგზაურობიდან მე-17 საუკუნეში“, მოამბე", 1898, VI; „არქანჯელო ლამბერტი - სამეგრელოს აღწერა“, თბ., 1901). მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოცემის საქმეში. 1894-1905 წლებში იყო ჟურნალ „მოამბის“ რედაქტორი, 1899-1900 წლებში გაზეთ „ცნობის ფურცლის“ რედაქტორ-გამომცემელი. დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნარსია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 410.
  • ძველი საქართველო, ტ. 1, ტფილისი, 1909

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება