ალექსანდრე ციმაკურიძის სახლი
ისტორიული ძეგლი
ალექსანდრე ციმაკურიძის სახლი — ისტორიული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის დასავლეთ ნაწილში. აგებულია XIX საუკუნეში. ხის ოროთახიან სახლს მთელი ფასადის სიგრძეზე გასდევს ღია აივანი. აქვს შიფერის ორფერდა სახურავი. სახლზე მემორიალური დაფაა წარწერით: „აქ, მშობლიურ ქვიშხეთში, 1882 წელს დაიბადა გამოჩენილი ქართველი მხატვარი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი ალექსანდრე გრიგოლის ძე ციმაკურიძე. გარდაიცვალა ქალაქ თბილისში 1954 წელს.“
მხატვარმა თავისი შემოქმედებითი ცხოვრების დიდი ნაწილი აქ გაატარა. აქ არის შექმნილი მისი ცნობილი ნაწარმოებები: „ქვიშხეთი და მისი მიდამოები“ (1922), „სიმინდის რჩევა“ (1927), „აგარაკზე“ (1939), „ქვიშხეთი“ (1935) და „ქვიშხეთის მიდამოები“ (1941).
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერძენიშვილი ც., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 452.