ალექსანდრე ჩავლეიშვილი

მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალექსანდრე ჩავლეიშვილი (დ. 1908, ჩანჩეუთი გ. 1978 ) — ქართველი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე.

ალექსანდრე ჩავლეიშვილი
დაბ. თარიღი 1908
გარდ. თარიღი 1978
საქმიანობა მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე

1931 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

1935-1937 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა ლექციებს. 1937 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

1938 წლიდან დაიწყო მოღვაწეობა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1938-1944 წლებში იკავებდა დირექტორის მოადგილის თანამდებობას სასწავლო-სამეცნიერო დარგში. პარალელურად, 1938 წლიდან 1961 წლამდე ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას. 1979 წელს მიენიჭა ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის წოდება და გახდა პროფესორი.

წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ინსტიტუტში არსებულ ახალგაზრდა მწერალთა წრეს. ასევე, აქტიურად იყო ჩართული ამ წრის მიერ დაარსებული ჟურნალ „მაჭახელას" საქმიანობაში.

1971 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაციის თემა — „აკაკი წერეთლის მხატვრული ოსტატობის საკითხები.“

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ლიტერატურულ-ესთეტიკური ნარკვევები ბათუმი, საბჭოთა აჭარა, 1978 გვ. 182
  • აკაკი წერეთლის მხატვრული ოსტატობის საკითხები ბათუმი, საბჭ. აჭარა, 1969 გვ. 159

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე ბათუმი, 2019 გვ. 198

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება